სიახლეები
საინტერესო , რჩევები

5 საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის პირველ მასწავლებელთან განიხილოთ
13-09-2019
-
+


ახალ სასწავლო წელს პირველკლასელები და მათი მშობლები განსაკუთრებული მღელვარებით ელოდებიან. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია, შვილის პირველ მასწავლებელთან გაკვეთილების ცხრილის, საჭირო სასკოლო ნივთების, სამოსის და სკოლის შიდა წესების გაცნობა, არის საკითხები, რომელთა განხილვა მშობლებს ავიწყდებათ, რადგან მეორეხარისხოვნად თვლიან. მიუხედავად ამისა, არ ღირს მათი ყურადღების მიღმა დატოვება შვილის პირველ მასწავლებელთან საუბრისას.

ადაპტაცია

ჰკითხეთ მასწავლებელს როგორ შეუძლია დაეხმაროს პირველკლასელს ადაპტაციაში, რომ მისთვის ცხოვრების ეს პერიოდი მაქსიმალურად კომფორტული იყოს. 

უსაფრთხოება

როგორც წესი, ამ ასაკის ბავშვები სკოლაში ზრდასრულებს მიჰყავთ და გამოჰყავთ. მაგრამ მნიშვნელოვანია დაზუსტება, როგორ უნდა მოიქცეთ ფორს-მაჟორის შემთხვევაში. თუ რომელიმე დღეს ბავშვის სკოლიდან გაყვანა არცერთ მშობელს არ შეუძლია. მასწავლებელმა უნდა გიკარნახოთ მოქმედებების ალგორითმი, როგორ მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში, რომ არანაირი წესი არ დაარღვიოთ და პედაგოგიც არ გააწბილოთ.

საშინაო დავალება

იმისთვის რომ ბავშვის საშინაო დავალებების შესახებ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ, აუცილებელია პედაგოგს ჰკითხოთ ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყარო - მაგალითად ეს შესაძლოა იყოს ჯგუფი სოციალურ ქსელში ან მშობლების ჩათი.

სასწავლო პროცესი

აუცილებელია წინასწარ გაიგოთ, თუ ბავშვმა გაკვეთილზე ახსნილი დავალება ვერ გაიგო, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციაში. პედაგოგი ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო რეკომენდაციებს მოგცემთ.

ბავშვის განსაკუთრებული თვისებები

თითოეული ადამიანი ინდივიდუალური და განსაკუთრებულია. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც ახალი მასალის აღქმას, ასევე სხვა ბავშვებთან ურთიერთობას.

თქვენი შვილის განსაკუთრებული თვისებების შესახებ აუცილებლად უამბეთ მის მასწავლებელს. ასე პედაგოგისთვის მარტივი იქნება ბავშვთან სწორი მდგომის მოძებნა და თქვენი შვილიც არ იგრძნობს დისკომფორტს სკოლაში ყოფნისას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება