სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„აბიტურიენტთა ნაწილს წარმოდგენაც კი არა აქვს ტესტის ფორმატზე“ - ქართულის გამოცდას ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე აფასებს
05-09-2019
-
+


„გამოცდების შედეგების მიხედვით, აბიტურიენტებს მხატვრული ტექსტის ანალიზი უჭირთ“, - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართულის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ლოლაძემ etaloni.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ნანა ლოლაძემ 2019 წლის როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, აბიტურიენტთა ნაწილი კვლავ მოუმზადებელი მიდის გამოცდაზე, ზოგიერთ მათგანს კი წარმოდგენაც არა აქვს ტესტის ფორმატზე.

- როგორ შეაფასებდით ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს, გაამართლა თუ არა გამოცდაში შეტანილმა ცვლილებებმა?

- საგამოცდო ტესტის ფორმატის ცვლილებამ აბიტურიენტებისა და მათი პედაგოგების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია, თუმცა, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, რადგან ამ ცვლილებებს შედეგებზე დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია. ახალი ფორმატი შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს უფრო მეტად გამოავლინონ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მრავალმხრივად გააზრებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

- აღსანიშნავია, რომ ქულათა გათანაბრების შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის I ვარიანტში გამსვლელი ქულა - 9 ყველაზე დაბალი იყო, სხვა ვარიანტებში კი 16-18, რატომ არის ასეთი სხვაობა ვარიანტებს შორის?

- ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ოთხი ვარიანტიდან შედეგების მიხედვით, სამი დაახლოებით თანაბარი სირთულისაა, ერთი კი, პირველი ვარიანტი, უფრო რთულად დასაძლევი აღმოჩნდა.  ამის მიზეზი გახდა ის, რომ ტესტის მესამე დავალება აბიტურიენტების ერთმა ნაწილმა არასწორად გაიგო. მათ ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა შეერჩიათ და განეხილათ ერთ-ერთი. ეს მხატვრული ტექსტები იყო: გალაკტიონ ტაბიძის ლექსი - „მთაწმინდის მთვარე“ და ნაწყვეტი კოტე ჯანდიერის მოთხრობიდან „გლობალიზაცია“.

აბიტურიენტთა ნაწილმა ყურადღებით არ წაიკითხა დავალების ინსტრუქცია და კოტე ჯანდიერის მოთხრობის სათაური „გლობალიზაცია“ ესეს დავალებად ჩათვალა, შესაბამისად, შემოთავაზებული დავალების (არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი აზრისა და განწყობის შექმნაში გადამწყვეტია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების  როლი) ნაცვლად დაწერა არგუმენტირებული ესე ამ მოთხრობის მიხედვით. აბიტურიენტთა დაბალი მაჩვენებელი ამ გარემოებამ განაპირობა, რაც აისახა საერთო შედეგზე.

- შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი ვარიანტი ყველაზე რთული იყო?

- ზუსტად იდენტური სირთულის რამდენიმე ვარიანტის ტესტის შედგენა შეუძლებელია. ამიტომაცაა დანერგილი საგამოცდო სისტემებში შედეგების გათანაბრების პრაქტიკა. არათანაბრობას ზოგჯერ არა დავალების სირთულე, არამედ გარე ფაქტორები განაპირობებს, როგორც წლევანდელ შემთხვევაში. თავად  კოტე ჯანდიერის ტექსტი იმავე სირთულისაა, როგორიც დანარჩენი ტექსტები.

- საერთო ჯამში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 92%-ზე მეტმა გადალახა, როგორია ეს შედეგი წინა წლებთან შედარებით?

- წინა წლებშიც დაახლოებით ასეთი შედეგები იყო.

- ყველაზე მეტად რომელი საკითხის დაწერა გაუჭირდათ აბიტურიენტებს, სად უშვებენ ყველაზე მეტ შეცდომას?

- ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში სამი დავალებაა: ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი. გამოცდების შედეგების მიხედვით, აბიტურიენტებს შედარებით უჭირთ მხატვრული ტექსტის ანალიზი. სამივე დავალება ამოწმებს სალიტერატურო ენის ნორმების ცოდნას, ამდენად, ყველაზე მეტ შეცდომას ამ კომპონენტში უშვებენ.

- რაც შეეხება თემებს, კმაყოფილი ხართ თუ არა აბიტურიენტების მიერ დაწერილი თემებით, რამდენად იკვეთება თავისუფალი აზროვნება და განსხვავებული აზრი?

- თემებში ალბათ არგუმენტირებულ ესესა და მხატვრული ტექსტის ანალიზს გულისხმობთ. ამ მხრივ ვითარება წლიდან წლამდე უმჯობესდება. მსჯელობისას სულ უფრო მეტი თავისუფლება შეინიშნება, აშკარად ვლინდება კრიტიკული აზროვნების უნარი. თუმცა ეს აბიტურიენტთა მხოლოდ ნაწილზე შეიძლება ითქვას.

- წინა პერიოდში აღნიშნეთ, რომ წლების განმავლობაში აბიტურიენტების შედეგები თითქმის იდენტურია და დიდი განსხვავება არ არის. როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი რა არის?

- როგორც მოგახსენეთ, ამ მხრივ ვითარება აშკარად უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, აბიტურიენტთა ნაწილი კვლავ მოუმზადებელი მოდის გამოცდაზე, ზოგიერთ მათგანს წარმოდგენაც კი არა აქვს ტესტის ფორმატზე. არის შემთხვევები, როდესაც რედაქტირებისათვის მიცემული ტექსტის შესწორების ნაცვლად მის განხილვასა და პრობლემებზე მსჯელობას გვთავაზობენ.

- რაც შეეხება ლიტერატურის გამოცდას, მაქსიმალური ქულა არ დაწერილა, როგორ შეაფასებდით აღნიშნულ შედეგებს, რამდენად გაუჭირდათ აბიტურიენტებს გამოცდის დაწერა?

- წელს ცვლილებები ლიტერატურის ტესტის ფორმატსაც შეეხო. აბიტურიენტებს ორი წერითი დავალების ნაცვლად მხოლოდ ერთი, მხატვრული ტექსტის ანალიზი უნდა შეესრულებინათ. ამან გავლენა იქონია შედეგზე და, გასულ წლებთან შედარებით, ტესტი ნაკლებად რთული აღმოჩნდა.

- ლიტერატურის გამოცდაში რომელი დავალების დაწერა გაუჭირდათ აბიტურიენტებს?

- გამოცდაზე აბიტურიენტებს მოეთხოვებათ ქართული ლიტერატურის ცოდნის დადასტურება ე. წ. ღია კითხვებზე პასუხებით. ზოგიერთი საპროგრამო ტექსტი აბიტურიენტთა ნაწილს კარგად არ ჰქონდა შესწავლილი და პასუხის გაცემა გაუჭირდათ.

- მინიმალური ზღვარი 91%-მა გადალახა, წინა წლებში როგორი შედეგები იყო?

- ლიტერატურის გამოცდაში მინიმალური ზღვარი წელს გადალახა 91.1%-მა, 2018 წელს კი 89.59%-მა. როგორც ხედავთ, წელს ოდნავ უკეთესი მონაცემი გვაქვს.

- საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით ლიტერატურის გამოცდას, რა ტენდენცია გამოიკვეთა?

- გამოცდის ტესტის ფორმატის ცვლილებამ აშკარად გაამართლა. ორი წერითი დავალების შესრულება, როგორც ჩანს, ძალიან დამღლელი იყო აბიტურიენტებისათვის. მათ კონცენტრაცია მოახდინეს ინტერტექსტუალურ დავალებაზე და უკეთესად შეასრულეს. თუმცა საპროგრამო ტექსტების საფუძვლიანი ცოდნა კვლავაც პრობლემად რჩება.

- მომავალი წლისთვის თუ იგეგმება კვლავ სიახლეების შეტანა როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე ლიტერატურის გამოცდების ტესტებში, რა ტიპის სიახლეებს უნდა ელოდონ აბიტურიენტები და როდის ექნებათ ამის შესახებ მათ ინფორმაცია?

- ბოლო ორი წელია ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ფორმატმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გასულ წელს ცვლილება შეეხო არგუმენტირებულ ესეს, წელს - მხატვრული ტექსტის ანალიზს, გაუქმდა ტექსტის გასააზრებელი კითხვების ბლოკი. ამჟამად, გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, არსებული ფორმატის დახვეწაზე ვმუშაობთ. სხვა სიახლე დაგეგმილი არ არის.

ასევე იხილეთ: 2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები კვლავ განხორციელდება - „ნაეკის“ უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე

„ბოლო წლებში აბიტურიენტთა შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა“ - ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება