სიახლეები
ინტერვიუ

აღიარებენ თუ არა საქართველოს სკოლები საზღვარგარეთ მიღებულ საშუალო განათლებას
05-09-2019
-
+


საქართველოში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლის სკოლაში მიღებისთვის საჭიროა მშობელმა ან ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა თან იქონიოს ის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება მოსწავლის მიერ უცხოეთში განათლების მიღების ფაქტი.

რამდენად ეძლევა საქართველოში უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულ სკოლის მოსწავლეებს სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვის საშუალება, რა პროცედურების გავლაა საჭირო - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განვითარების სამმართველოს უფროსს ეკატერინე ხუციშვილს ესაუბრა.

- არსებობს თუ არა სტატისტიკა უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლეების შესახებ,  რომლებიც სწავლას საქართველოში აგრძელებენ?

- თითქმის ყველა სკოლას აქვს ეს გამოცდილება. უფრო მეტად თბილისის სკოლებში და შედარებით ნაკლებად რეგიონებში. ჩვენ სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, იმიტომ რომ განათლების აღიარებაში მონაწილე სუბიექტი არის თვითონ სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

- რა პროცედურების გავლა უწევთ საქართველოს სკოლებში სწავლის გაგრძელების მსურველ მოსწავლეებს?

- უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მშობელმა ან ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა თან უნდა იქონიოს ის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება მოსწავლის მიერ უცხოეთში განათლების მიღების ფაქტი. შემდეგ იგი დოკუმენტს წარუდგენს უშუალოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც სწავლის გაგრძელება სურს მოსწავლეს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კი შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან თავსებადობის შესახებ დასკვნას, რომელიც გულისხმობს უცხოეთში გავლილი საგნების შესაბამისობას  ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან.

ამ დასკვნას მშობელი წარადგენს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და ეროვნული ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აღიაროს თუ არა უცხოეთში მიღებული განათლება. აღიარების შემთხვევაში სკოლას ეძლევა რეკომენდაცია თუ რომელ კლასში უნდა გააგრძელოს მოსწავლემ სწავლა. არაღიარების შემთხვევაში თუ არ დასტურდება ან ვერ დასტურდება უცხოეთში მიღებული განათლების ფაქტი,სკოლა უფლებამოსილია ასაკის შესაბამის კლასში ჩარიცხოს მოსწავლე და გააგრძელებინოს სწავლა.

დაინტერესებული პირი აუცილებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საიტზე უნდა შევიდეს ან მიმართოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას, რომელიც დააკვალიანებს და მიცემს რეკომენდაციებს. მოქმედებს ცხელი ხაზიც და ასევე, განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზეც შეუძლიათ დაკავშირება.

- ნებისმიერი ქვეყნის ზოგადი განათლების აღიარება ხდება საქართველოში თუ არის რაიმე შეზღუდვა?

- აღიარების საგანია ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული განათლება, მაგრამ ეს პროცესი დამოკიდებულია, უშუალოდ იმ სკოლის თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსზე, რომელიც უნდა იყოს აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიერ რომელ ქვეყანაშიც მოქმედებს აღნიშნული დაწესებულება.

- რაც შეეხება საქართველოდან უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ მოსწავლეებს,  რა ხდება ამ შემთხვევაში, რა დოკუმენტებია საჭირო? ასევე გვაინტერესებს თუ ფლობთ ინფორმაციას იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საქართველოდან წასულ მოსწავლეებს ექმნებათ?

- დაშვებული პრაქტიკაა, რომ საქართველოში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით, თარგმანით, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული, მოსწავლე უცხოეთში აგრძელებს სწავლას. პრობლემების თაობაზე ვერ გეტყვით. არსებობს ცალკეული გამონაკლისი შემთხვევები, როცა მშობლის მიერ აქედან წაღებული დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი და შესაბამისობაში იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნებთან, სადაც ბავშვს  სწავლის გაგრძელება სურს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება