სიახლეები
სამასწავლებლო

რომელ საგნებს დააბრუნებდნენ სკოლებში დირექტორები? -„ასტრონომია საინტერესო საგანი იყო“
05-09-2019
-
+


როგორც ამბობენ, „ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული“ - სკოლებში 2019-2020 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრიდან მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება, კერძოდ, სექტემბრიდან მოსწავლეებს ახალი საგანი „მოქალაქეობა“ დაემატებათ. საგანს მეშვიდე კლასში შეასწავლიან და ის ბევრ აქტუალურ საკითხს შეეხება.

რომელ დავიწყებულ საგნებს დააბრუნებდნენ დირექტორები - ამ საკითხზე სასაუბროდ ETALONI.GE სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე:

„ვისურვებდი ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საათების მატებას, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მასალა საკმაოდ დიდია, საათები კი არ გვყოფნის. მივესალმები სკოლებში ახალი საგნის  „მოქალაქეობის“ სწავლებას. ძალიან მომწონს საბუნებისმეტყველო საგნების გაყოფაც, რადგან პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის რთული იყო ამ საგნის ერთ მთლიანობაში სწავლება. გარდა ამისა, ქიმიას, ფიზიკასა და ბიოლოგიას ყველა მასწავლებელი ერთნაირად არ ფლობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საგნების გაყოფა დროული იყო“.

ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა სიორიძე:

„სკოლისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, მე-10 კლასიდან ევროპული ენის სწავლება დავიწყეთ, მე-3 საფეხურზე გერმანულ ენას ვასწავლით, არჩევით საგნად შემოვიტანეთ მსოფლიო კულტურა, მეწარმეობა და ეკონომიკის საფუძვლები, მე-3 კლასიდან სტანდარტს ზემოთ ვასწავლით რუსულ ენას. აქედან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა კარგ შესაძლებლობებს იძლევა იმისთვის, რომ მოსწავლეებზე ვიყოთ ორიენტირებულები“.

ვანის მუნიციპალიტეტის სალომინაოს საჯარო სკოლის დირექტორი როზა ერისთავი:

„რელიგიის სწავლება თუ დაბრუნდება სკოლებში, მივესალმები“.

ვანის მუნიციპალიტეტის ზედა ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ტყეშელაშვილი:

„სოფლის სკოლებში ჩვენ დროს შრომითი პოლიტექნიკური სწავლებები იყო, რომლებიც  მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა და მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში ეხმარებოდათ. კარგი იქნება თუ ეს საგანი ისევ დაბრუნდება სკოლაში“.

თბილისის N149 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯუღელი:

„მე ძალიან მიყვარდა ასტრონომია და ხაზვა, თუმცა ხაზვის არჩევით საგნად სწავლების საშუალება ახლაც გვაქვს“.

სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა თევზაძე:

„ძალიან მინდა, რელიგიის ისტორია და კულტურის სწავლება დაბრუნდეს სკოლებში. მე ვასწავლიდი სკოლაში „ესთეტიკურ და სექსუალურ აღზრდას“, რადგან მიმაჩნია, რომ 16 წლამდე ასაკის გოგონებმა და ბიჭებმა თავის მოვლა არ იციან. მივესალმები, თუ აღნიშნული საგნის სწავლება ისევ დაბრუნდება სკოლებში. ძალიან მომწონს ახალი საგანი „მე და საზოგადოება“, რომელიც დაწყებით კლასებში დაემატათ მოსწავლეებს. ეს საგანი ისეთ აქტივობებს მოიცავს, როგორებიცაა: ლაშქრობა, საზოგადოებაში მოქცევის წესები. მიმაჩნია, რომ „მე და საზოგადოების“ სწავლება მაღალ კლასებშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ბავშვს სამოქალაქო ცნობიერება ბავშვობიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს“.

სამტრედიის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი:

„კარგი იქნება, თუ შრომის სწავლება შესაბამისი ბაზით შემოვა სკოლებში და იმ სკოლისთვის იქნება მორგებული, სადაც ის მდებარეობს. ზოგიერთ სკოლაში შესაძლებელია მეფუტკრეობის კულინარიის, ხეზე მუშაობისა და სხვათა სწავლება. მივესალმები ახალი საგნის „მოქალაქეობის“ სწავლებას სკოლებში, რადგან ადამიანი, რომელმაც იცის კანონები, წელში უფრო მეტადაა გამართული“.

თბილისის N138 საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ კაპანაძე:

„ვფიქრობ, ასტრონომია ძალიან საინტერესო საგანი იყო, რომელიც ახლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის საგნებშია გაერთიანებული. აღნიშნული საგანი ზოგადი განათლების მიღების თვალსაზრისით დიდ ინფორმაციას აწვდიდა მოსწავლეებს.  „მოქალაქეობა“ პირველი კლასებიდანვე უნდა ისწავლებოდეს. შვეიცარიაში ვნახე, როგორ ასწავლიან პოლიციელები ბაღის ბავშვებს ქუჩის გადაკვეთას. სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება მნიშვნელოვნად იზრდება, მძღოლები ეჩვევიან ფრთხილად სიარულსა და ქვეითებისთვის გზის დათმობას. აქედან გამომდინარე, მივესალმები სამოქალაქო განათლების სწავლებას. მიმაჩნია, რომ ეს იდეალური გადაწყვეტილება იყო იმ პერიოდში“.

თბილისის N 132 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მაჭარაშვილი:

„ჩვენ დროს არსებობდა „პიონერ მუშაკთა რესპუბლიკური სკოლა“, სადაც ესთეტიკას ვსწავლობდით. აღნიშნული საგნის ფარგლებში საზოგადოებაში მოქცევის წესები  და ნორმატივები ისწავლებოდა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ამ საგნის დაბრუნება ნამდვილად კარგი იქნებოდა“.

ქარელის მუნიციპალიტეტის საღოლაშენის საჯარო სკოლის დირექტორი გალინა ხუციშვილი:

„დღევანდელი გადმოსახედიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რელიგიის სწავლება საჭიროა ჩვენი სულიერი გადარჩენისთვის. ეს საგანი მოსწავლეებს ასწავლით, როგორ იყვნენ უფრო მეტად მომთმენები, შემწყნარებელი და მეტად უყვარდეთ ერთმანეთი“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხუჭუა:

„მიმაჩნია, რომ სკოლებში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს რელიგიის ისტორიის სწავლება“.

წალკის მუნიციპალიტეტის ხარების საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი პაპიძე:

„ასტრონომია სკოლაში ჩემი ყველაზე საყვარელი საგანი იყო, რომელიც დღესდღეობით არ ისწავლება. „მოქალაქეობის“ სწავლებით  ვფიქრობ, მოსწავლეთა თვითშეგნება ამაღლდება და უფრო შეგნებული, ჩამოყალიბებული და მოაზროვნე თაობა გვეყოლება, რაც ქვეყნის წინსვლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“.  

კასპის მუნიციპალიტეტის ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ბროლაძე:

„ხაზვის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოსწავლეები სწავლას იწყებენ ტექნიკურ პროფესიებზე და ხაზვა არ იციან“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ

გამოქვეყნდა მასწავლებლების გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება