სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ დავიცვათ დისციპლინა კლასში?
05-09-2019
-
+


არ აქვს მნიშვნელობა რამდენად საინტერესო და კარგად დაგეგმილი გაკვეთილი გექნებათ, დისციპლინის დარღვევამ შეიძლება ყველაფერი გაგიფუჭოთ. მოსწავლისადმი არასწორად ნათქვამმა საყვედურმა კი კიდევ უფრო დაგიმძიმოთ ატმოსფერო კლასში.

etaloni.ge გთავაზობთ სტრატეგიებს, როგორ აარიდოთ თავი დაპირისპირებებს გაკვეთილზე. 

  • დააკვირდით ცუდ ქცევას - დააკვირდით, როდის იწყებენ ბავშვები საგაკვეთილო პროცესის საზიანო ქცევას. მაგალითად, როდესაც დაფაზე წერთ, როდესაც ერთ მოსწავლეს ინდივიდუალურად ეხმარებით თუ როდესაც ახალაქტივობებზე გადადიხართ? ასე მომავალში მოსალოდნელი დაძაბულობას მარტივად აარიდებთ თავს.
  • გამოიყენეთ არავერბალური სიგნალები - ნუ მიხვალთ ახლოს იმ მოსწავლესთან, რომელიც ხელს გიშლით. მასთან თვალით კონტაქტი დაამყარეთ და შეეცადეთ დაუსვათ საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებული შეკითხვები. ეს სტრატეგია კარგ შედეგს თუ არ მოიტანს, შეეცადეთ მოსწავლეების მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ.
  • აჩვენეთ საინტერესო ფილმები და ვიდეოები - არეულობისას შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მოსწავლეებს აჩვენეთ ფილმები, ოღონდ დაბალ ხმაზე. ბავშვმა შესაძლოა მოინდმოს თქვენი გაბრაზება, თუმცა თქვენ ხმას არ აუწიოთ. თუ დაკარგავთ ხმის კონტროლს, დაკარგავთ პატივისცემასაც მათ თვალში.
  • იყავით სამართლიანი - ზოგიერთი ბავშვი შეიძლება აყვეს ხმაურის გამომწვევს, თუმცა თქვენ სწორად უნდა აღმოაჩინოთ რეალურად ვინ არღვევს დისციპლინას.
  • ნუ შეეხებით მოსწავლის პიროვნებას - უნდა თქვათ, რომ მოსწავლის საქციელია მიუღებელი და არა მისი პიროვნება. ასე მოსწავლეებთან პოზიტიურ ურთიერთობას შეინარჩუნებთ.
  • მოსწავლეები არ შეადაროთ ერთმანეთს  - არასდროს შეადაროთ მოსწავლეები და კლასები ერთმანეთს. მაგალითად, არ უთხრათ, რომ თქვენი სხვა კლასები არასოდეს ხმაურობენ.
  • დაივიწყეთ არაფრისმომცემი მუქარები - თავი აარიდეთ მუქარებს, რომლებსაც რეალურად არ გამოიყენებთ.

საუკეთესოა: 

  • მოსწავლეს პირადად უთხრათ საყვედური - სცადეთ ფრთხილად ესაუბროთ წესრიგის დამრღვევს. ხმადაბლა ნათქვამი შენიშვნა, თუნდაც ერთი სიტყვით, არის ნაკლებად გამაღიზიანებელი და ასე სხვა მოსწავლეებსაც ნაკლებად შეუშლით ხელს მუშაობაში.
  • თავი აარიდოთ კონფრონტაციას - მოსწავლეებს შორის თუ ამჩნევთ დაძაბულობას ნუ მისცემთ შენიშვნას გაკვეთილის დასრულებამდე.
  • დაძაბულობის პრევენცია - ბავშვები თუ ჩხუბობენ უთხარით, რომ პრობლემას გაკვეთილის შემდეგ მოაგვარებთ. არასოდეს ჩაერიოთ ჩხუბში!
  • შენიშვნა მიეცით მხოლოდ წესრიგის დამრღვევს - შენიშვნა მიეცით არეულობის გამომწვევს და არა მთელს კლასს. არასოდეს დაადანაშაულოთ ცუდი საქციელში მთელი კლასი, როდესაც ეს ერთმა მათგანმა ან მათმა უმცირესობამ გამოიწვია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება