მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლის ყურადღების შენარჩუნება მასწავლებლისთვის დიდი გამოწვევაა. გეტყვით რამდენიმე მიზეზს, მოსწავლეებს რატომ შეიძლება გაეფანტოთ ყურადღება და გირჩევთ როგორ შეინარჩუნოთ ის.
აკონტროლეთ მოსწავლეები - მოლოდინი არის საუკეთესო გზა მოსწავლეების ყურადღების შესანარჩუნებლად. ხშირად შეავლეთ თვალი მთელს კლასს და თითოეულ მოსწავლესთან თვალით კონტაქტი დაამყარეთ. დაინახავთ ვინ არის მოუსვენრად, ვინ იყურება ფანჯრიდან და ვინ ცდილობს ესაუბროს კლასელებს.
გადაანაწილეთ ყურადღება - ნუ მიაქცევთ ყურადღებას მხოლოდ საუკეთესო მოსწავლეს. ერთი მოსწავლე თუ პასუხობს ყველა შეკითხვას არ ნიშნავს, რომ ნათქვამი ყველამ გაიგო. 3 ან 4 მათგანი თუ გპასუხობთ კარგად ნუ დაკმაყოფილდებით. ასე უმრავლესობა ყურადღების მიღმა დაგრჩებათ.
შეამოწმეთ რა გაიგეს - შეეცადეთ არ გამოიყენოთ შეკითხვები „გაიგეთ რაზეც ვისაუბრეთ?“, „ყველამ გაიაზრა ნათქვამი?“. მოსწავლეები წუხდებიან თუ რაღაც ვერ გაიგეს, მით უფრო თუ მათი თანატოლები თავს აჩვენებენ, რომ ყველაფერი კარგად იციან. გამოიყენეთ დამატებითი შეკითხვები, რომ დააზუსტოთ რა დაამახსოვრდათ და რა არა.
დემონსტრაცია - მოსწავლეებს ყურადღება ეფანტებათ, როდესაც არ იციან რა გააკეთონ და არც უნდათ ამისი აღიარება. შეეცადეთ თქვენი ინსტრუქციები იყოს მოკლე და ცხადი. გამოიყვანეთ ის ერთი ან ორი მოსწავლე, რომლებიც დავალებას კარგად ასრულებენ და სთხოვეთ დანარჩენებს აუხსნან რას და როგორ აკეთებენ.
შეცვალე ნაბიჯი
არსებობს გამოცდილი ტექნიკები, რომლებიც კარგია მოსწავლეების „გამოსაფხიზლებლად“.
მუსიკა - ყოველკვირეულად შეარჩიეთ მუსიკა, რომლითაც „გააღვიძებთ“ ბავშვებს. რამდენიმე წუთის განმავლობაში დააკვრევინეთ ტაში ან სთხოვეთ თითები დაარტყან ერთმანეთს. პროცესი უნდა იყოს მოკლე, ცოცხალი და სახალისო.
შეკითხვა „ცეცხლი“ - გამოიყენეთ ე.წ ცეეცხლოვანი, სწრაფი შეკითხვები და რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩართეთ საგაკვეთილო პროცესში. აჩვენეთ ვიზუალური მასალაც.
თამაში - 10 წუთი თამაშს შეგიძლიათ დაუთმოთ, თუმცა აუცილებლად გამოიყენეთ თითოეულის იდეა. მაგალითად, დაბალ კლასებში შეიძლება მიმართოთ სიტყვებით თამაშს, წინადადების შევსებას და ა.შ.
კარნახი - კარნახით წერა დააწყებინეთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ მათი ყურადღების კონცენტრირებაში. შეიძლება უკარნახოთ მოკლე ტექსტი. მაგალითად, ფრაზები სიმღერიდან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.