სიახლეები
კონკურსი

დაბრუნება სკოლაში - etaloni.ge ახალ სასწავლო წელს კონკურსს აცხადებს
06-09-2019
-
+


ახალი, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდი etaloni.ge და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალი izrune.ge ერთობლივ კონკურსს აცხადებენ. გადაიღეთ და გამოგვიგზავნეთ სკოლაში დაბრუნების ემოციური ფოტო და გახდით კონკურსის გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოგვაწოდოთ სკოლაში დაბრუნების ამსახველი ემოციური ფოტო ელ. ფოსტაზე: info@etaloni.ge ან etaloni.ge-ს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით. ფოტოზე აუცილებელია ასახული იყოს სკოლის შენობა, საკლასო ოთახი ან სკოლის ეზო და მოსწავლ(ეებ)ის ან/და მასწავლებლ(ებ)ის სკოლის დაწყებასთან დაკავშირებული ემოციები.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და etaloni.ge-ს და izrune.ge-ს რჩეულები. გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 16 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები 11 ოქტომბერს გამოვლინდებიან.

გაეცანით კონკურსის პირობებს:

  • საკონკურსო ფოტოს გამოგზავნა შეუძლია სკოლის  ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს;
  • კლასის სახელით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი ფოტო განთავსდება;
  • მიღებული ფოტოები განთავსდება და კონკურსში მონაწილედ განიხილება მხოლოდ კლასის და სკოლის სახელით;
  • ფოტოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს.

შენიშვნა: კონკურსის დასრულების შემდეგ, etaloni.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფი არაბუნებრივი გზით მიღებულ ლაიქებს გააბათილებს.

წარმატებებს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება