სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

რა სიახლეები იგეგმება თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით?
08-09-2019
-
+


თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ETALONI.GE-სთან საუბარში განაცხადა, წელს თბილისის ბაგა-ბაღებში 64 000 აღსაზრდელს მიიღებენ.

რაც შეეხება საკვებ მენიუს, გვანცელაძემ  ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა, რადგან მისი თქმით, საკვებ მენიუსთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

- რა სიახლეებით ხვდებით ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყებას?

- ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესს ნამდვილად ბევრი სიახლეებით ვიწყებთ. ინფრასტრუქტურის კუთხით მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს, 9 ახალი ბაღის მშენებლობა და დამატებით 9 ბაღის გამაგრება და რეაბილიტაციაც ხდება. მიმდინარე წელს 5 ბაღის დემონტაჟი და მშენებლობა დაიწყება, 50-ზე მეტი ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია ხდება, მიმდინარეობს შიდა რემონტებისა და სახურავების შეცვლაც.

- რამდენი ბავშვი დარეგისტრირდა მიმდინარე წელს თბილისის თბილისის ბაგა-ბაღებში?

- წელს დაახლოებით 64 000 ბავშვი გვეყოლება,  მივიღეთ 10 000-ზე მეტი ახალი აღსაზრდელი.

- გასულ წელს ბაგა-ბაღებში ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემა იყო, წელსაც თუ იქნება ეს პრობლემა?

- ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ. ამ საკითხის მოგვარების მთავარი გადაწყვეტა ახალი ბაღების მშენებლობაა. გარდა ამის, დავიწყეთ ახალი პროექტი ძირითადად ვაკესა და საბურთალოს რაიონში, დავიწყებთ პროექტირებას ახალი სივრცეების გაჩენისთვის, მიშენება, დაშენება გვინდა განვახორციელოთ არსებულ ბაღებზე, რათა განვტვირთოთ ჯგუფები და მივიღოთ ახალი ბავშვები.

- თუ არის ისეთი ბაღები, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სწავლას 16 სექტემბერს არ განაახლებს?

- ოთხი ბაღი, კერძოდ, N12, N144, N200 და N4 ბაღები გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სააღმზრდელო წელს ოქტომბრის დასაწყისში განაახლებენ.

- ბაღის აღმზრდელები თუ გადიან გადამზადების კურსს?

- განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებში აქტიურ ფაზაში ხდება აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება. აღნიშნული პროექტი მომდევნო წელსაც გაგრძელდება“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რატომ ვთესავთ ხორბალს წინასააღდგომოდ და რა უნდა გავითვალისწინოთ ხასხასა ჯეჯილის მისაღებად

ორი საგანი, რომელთა შესახებაც აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 50 ბავშვი

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება