სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ბოლო წლებში აბიტურიენტთა შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა“ - ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი
08-09-2019
-
+


2019 წლის ზოგადი უნარების ტესტში აბიტურიენტებს მათემატიკური ნაწილის დაწერა უფრო მეტად გაუჭრდათ, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის ლევან ჩიქვინაძის შეფასებით, იმის ბრალია, რომ მოსწავლეები მათემატიკის უბრალოდ არ სწავლობენ სიღრმისეულად.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში არც ტესტის სირთულე იცვლებოდა დიდად და არც აბიტურიენტების შედეგები.

 - წელს ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური ქულა არ დაწერილა. როგორ შეაფასებდით ზოგადად მიღებულ შედეგებს ?

- ზოგადი უნარების გამოცდაში მაქსიმალური ქულა ძალიან იშვიათად იწერება. 2005 წლიდან დღემდე სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როცა აბიტურიენტმა მაქსიმალური ქულის მიღება შეძლო. ასე რომ, წლევანდელი წელი ამ მხრივ არაფრით განსხვავდება წინა წლებისაგან.  წელს ორმა აბიტურიენტმა მიიღო 79 ქულა, რამდენიმემ – 78. საერთოდ, თუ აბიტურიენტი ზოგადი უნარების გამოცდაში იღებს 70 ან მეტ ქულას, ეს მის ძალიან მაღალ უნარებზე მიანიშნებს. სამწუხაროდ, აბიტურიენტთა მხოლოდ 3%-ზე ნაკლები ახერხებს 70 ან მეტი ქულის მიღებას.

- რომელი ნაწილის დაწერა უფრო გაურთულდათ აბიტურიენტებს, ვერბალური თუ მათემატიკური ნაწილის?

- ზოგადი უნარების ტესტები ისეა შედგენილი, რომ ვერბალური და მათემატიკური ნაწილები დაახლოებით თანაბარი სირთულისაა. როგორც წინა წლებში, წელსაც აბიტურიენტებს შედარებით გაუძნელდათ მათემატიკური ნაწილი. ამის მიზეზი ისაა, რომ ზოგადად, მოსწავლეების დონე მათემატიკაში დაბალია და მოსწავლეები არ სწავლობენ მას სიღრმისეულად.

- მიღებული შედეგებით თუ ვისმჯელებთ, წინა წელთან შედარებით უფრო გართულებული იყო გამოცდა თუ გამარტივებული?

- გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტს ჰგონია, რომ მის მიერ ჩაბარებული გამოცდა უფრო რთული იყო, ვიდრე წინა წლების ამავე ტესტის სხვა ვარიანტები. ეს იმიტომ, რომ მას ტესტში შეხვდა ახალი, მისთვის სხვანაირი დავალებები, რომლებზეც მას არ უვარჯიშია არც სკოლაში და არც რეპეტიტორთან. სტატისტიკური ანალიზი კი აჩვენებს, რომ ტესტების სირთულე დაახლოებით იგივეა, როგორიც წინა წლებში იყო. ყველაზე ადვილი ზოგადი უნარების ტესტები იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ და მეორე წელს. ეს იმიტომ, რომ ამგვარი ტესტები მაშინ ყველასთვის სიახლე იყო. ბოლო წლებში კი ტესტების სირთულე დაახლოებით ერთნაირია.

- წელს უნარების გამოცდა სავალდებულო საგნად ბოლოჯერ დაწერეს აბიტურიენტებმა. როგორ შეაფასებდით საერთო ჯამში, რამდენად იცვლებოდა წლების განმავლობაში აბიტურიენტების მიერ მიღებული შედეგები? 

- სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბოლო წლებში აბიტურიენტთა შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ 2005-2006 წლებთან შედარებით შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. 

იხილეთ ასევე: 2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები კვლავ განხორციელდება - „ნაეკის“ უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე

„აბიტურიენტთა ნაწილს წარმოდგენაც კი არა აქვს ტესტის ფორმატზე“ - ქართულის გამოცდას ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე აფასებს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას

რატომ ვთესავთ ხორბალს წინასააღდგომოდ და რა უნდა გავითვალისწინოთ ხასხასა ჯეჯილის მისაღებად

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება