მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ესპანეთის ქალაქ ვიგოში მდებარე მონტეკასტელოს ვაჟთა კოლეჯში მოსწავლეებს საკვების მომზადებას, კერვას და ტანსაცმლის დაუთოებას ასწავლიან. კურსი - Home Skills - საოჯახო საქმის გაკვეთილები 2018/2019 სასწავლო წელს შემოიღეს.
იდეა ოთხი წლის წინ გაჩნდა. როგორც ხელმძღვანელობა აღნიშნავს, მსოფლიოში, რომელიც გენდერული თანასწორობის პრინციპის რეალიზებას ცდილობს, მამაკაცებმა ქალები „ფსიქოლოგიური წნეხისგან“ უნდა გაათავისუფლონ და მათთან საოჯახო საქმეების ტვირთი გაიზიარონ. ამისთვის კი ვაჟებს დასჭირდებათ ყველა ის უნარი, რომლებსაც ტრადიციულად ქალებს ასწავლიდნენ.
საოჯახო საქმეების კურსი სავალდებულოა, გაკვეთილები ყოველკვირეულად ტარდება. მათზე მოზარდები მარტივი კერძების მომზადებას, კერვას, რეცხვას, ტანსაცმლის დაუთოებას და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებას სწავლობენ. პროგრამაში შედის ზოგიერთი ტრადიციული „მამაკაცური“ უნარებიც, მაგალითად ელექტრო მოწყობილობების რემონტი, სანტექნიკური სამუშაოები და ა.შ.
თავიდან სიახლეს მოსწავლეებსა და მშობლებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მაგრამ დროსთან ერთად მეცადინეობებში მოსწავლეთა მშობლები მოხალისეების სახით ჩაერთნენ. შედეგად მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ შეუძლიათ შეუძლიათ საოჯახო საქმეებს მარტივად გაუმკლავდნენ.
კურსი Home Skills - კოლეჯის ადმინისტრაციის ნამდვილი სიამაყეა. ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა განვითარდება და საოჯახო საქმეების გაკვეთილებს სხვა სასწავლო დაწესებულებებშიც შეიტანენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
გაკვეთილს ესწრებოდნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები