მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტში III კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგი და დამრიგებელი ლელა მამულაშვილი და სკოლის ექიმი მონაწილეობდნენ.
„აღნიშნული სოციალური პროექტის ძირითად თემას წარმოადგენს ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობა და წესების დაცვა. ამ ასაკში მყოფი ბავშვებისთვის ერთ-ერთ ჩვენი ეპოქის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას სწორედ ჰიგიენის წესების დაცვა სახელდება. ხშირ შემთხვევაში წესების დარღვევის მთავარ მიზეზად სიზარმაცე სახელდება. რაზეც ჩატარებული კვლევა მიუთითებს. სწორედ ამ და სხვა ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალიზაციისთვის გადავწყვიტე ამ თემაზე ყურადღების შეჩერება.
უმნიშვნელოვანესია ამ ასაკიდანვე მიეწოდოს ბავშვს ინფორმაცია აღნიშნულ თემატიკაზე. მით უმეტეს, რომ ამით ისინი პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უფრთხილდებიან. სწორედ ამიტომ, შევეცადე ოპტიმალური გზებით ამემაღლებინა მათი ცნობიერება. პირველ ყოვლისა დავისახე რამდენიმე ამოცანა და სამოქმედო გეგმა. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოხდა ჰიგიენის დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მომდევნო ეტაპზე ჩატარდა გამოკითხვა. აღსანიშნავია, რომ თითოეული აქტივობის შემდეგ იზრდებოდა თემატიკით დაინტერესებულთა რიცხვი. მოსწავლეები უკვე ერთმანეთს მიუთითებდნენ როგორ უნდა ეზრუნათ ჰიგიენაზე. შეხვედრა ჩატარდა 16 აპრილს, გაკვეთილების შემდეგ სკოლის მიმდებარე სკვერში. გამზადდა ბარათები სადაც ჩამოთვლილი იყო რამდენიმე ჰიგიენის წესი. ესენია: პირის ღრუს ჰიგიენა, ფრჩხილის მოვლა, ხელების ჰიგიენა, სუფთა და ჯანსაღი თმა. მოსწავლეებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავიანი ჰიგიენის წესები. გააცნეს ერთმანეთს ამ თემაზე გაგონილი ფაქტები და ისტორიები. ექიმმა განსაკუთრებული რჩევები მშობლებს მისცა თუ როგორ თამაშითა და ხალისით არის შესაძლებელი მოსწავლეებს შევაყვაროთ ჰიგიენის წესების დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრაზე კანფეტებს და მისგან გაფუჭებულ კბილებს დაეთმო. საბოლოო ჯამში მოსწავლეები შეთანხმდნენ რომ მიირთმევდნენ კანფეტების განსაზღვრულ ოდენობას. მე და სკოლის ექიმი მშობლებთან ერთად შევთანხმდით რომ მონიტორინგს გავუწევთ მოსწავლეების მიერ ჰიგიენის წესების დაცვას.
პროექტზე მუშაობისას ხელშემშლელ ფაქტორად შესაძლებელია ჩაითვალოს ის რომ, შეხვედრის მეორე ნაწილის დროს ძლიერ მოიღრუბლა და მოგვიწია საკლასო ოთახში დაბრუნება. ამან ცოტათი იმოქმედა მზით განებივრებული ბავშვების ხასიათზე. თუმცა, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით და კიდევ ერთხელ ვნახეთ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი პირის ღრუს სისუფთავეზე.
პროექტის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებს ვთვლი დამაკმაყოფილებლად. ვინაიდან, აღნიშნულ პროცესში გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და მშობლებში. ამასთანავე აღსანიშნავია რომ შეხვედრის შემდგომ დღეებში მოსწავლეები ერთმანეთს ეკითხებოდნენ და მითითებებს აძლევდნენ ჰიგიენის წესების დაცვასთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს პედაგოგი.
პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება