სიახლეები
ინტერვიუ, სამასწავლებლო

„მინდა, მეტი სოციალური პროექტი განვახორციელო“​ - „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი თამარ ადამია
11-09-2019
-
+


პედაგოგიური მოღვაწეობა 17 წლის ასაკში, გაგრაში დაიწყო. თვლის, რომ ერთი გაკვეთილი მეორეს არ უნდა ჰგავდეს, „პაპიე  მაშეს“ ტექნოლოგიით, მაკულატურითა და გამოუსადეგარი ნივთებისგან, მოსწავლეებთან ერთად, ორიგინალურ საგამოფენო ეკო-ნამუშევრებს ამზადებს, დმანისის მუნიციპალიტეტის  სოფელ მაშავერას ,,ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის  და თბილისის N26 საჯარო სკოლების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, საბავშვო მწერალი, 30-ზე მეტი საბავშვო საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გრიფირებული წიგნის ავტორი, ბავშვთა ფსიქოლოგი, ტრენერი თამარ ადამია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ხუთეულშია.

კონკურსის ფინალისტი etaloni.ge-სთან საუბრობს:

- პროფესიით ვარ ფსიქოლოგი და ასევე,  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტი. ამ კუთხით გავხდი უფროსი მასწავლებელი და სკოლაშიც სახვითი ხელოვნების პედაგოგად ვმუშაობ, თუმცა მაქვს ფსიქოლოგად მუშაობის დიდი გამოცდილება, რომელიც ბავშვებთან მუშაობისას, სამწერლო საქმიანობისას  და ტრენერობაშიც ძალიან მეხმარება. ფსიქოლოგიისა და  გამოყენებითი ხელოვნების  ცოდნა მეხმარება არტთერაპიის  სეანსების  წარმართვაში, რომელსაც   ტრეფიკინგისა  და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებთან და  ბავშვებთან ვატარებ და მათ მდგომარეობას ვუმსუბუქებ.  ვხელმძღვანელობ არასამთავრობო ორგანიზაციას და ჩემს გუნდთან ერთად,  ვგეგმავ საინტერესო ტრენინგებს  მასწავლებლებისთვის.

ჩემი საქმიანობა მხოლოდ მასწავლებლობით არ შემოიფარგლება, ვარ საბავშვო მწერალი, 30-ზე მეტი შემეცნებითი, მხატვრული და გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორი, მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება: ვმუშაობდი ფსიქოლოგად, 10 წელია ტრენერობას ვუძღვები, შემოვლილი მაქვს თითქმის მთელი საქართველო და მყავს უამრავი მადლიერი  მსმენელი. როგორც მასწავლებელს  და  საბავშვო მწერალს, ხშირად მიწვევენ ბიბლიოთეკებში, სკოლებში, წიგნის ფესტივალებზე, სადაც ვხვდები ჩემს მკითხველს. ჩემი  წიგნებიდან ერთ-ერთი, „მხიარული დედაენა“ 18-ჯერ გამოიცა და ბესტსელერად აღიარეს. ყოველწლიურად,  ჩემი წიგნები წარმოდგენილია მიუნხენის და ბოლონიის წიგნის ფესტივალებზე, ასევე  მათი ნახვა შესაძლებელია ქართული სათვისტომოების  საკვირაო სკოლის ბიბლიოთეკებშიც.

- როგორც ვიცით, სწავლების თქვენეული მეთოდები გაქვთ და უპირატესობასაც „კეთებით სწავლებას“ ანიჭებთ. რომ დაგვიკონკრეტოთ, ეს რას ნიშნავს?

- ჩემი  საქმიანობა სკოლაში არ შემოიფარგლება მხოლოდ  თეორიული  მასალის  გადაცემით.  ვიზიარებ ახალ მიდგომებს  და მიმაჩნია, რომ  სწავლების პროცესში კეთებით სწავლა  დიდ ადგილს  უნდა  იკავებდეს, რადგან ეს  ხელს  უწყობს  მასალის უკეთ გააზრებას, შემოქმდებითობას  და კრიტიკულ აზროვნებას. ყოველ გაკვეთილზე მაქვს ბავშვებისთვის ახალი და საინტერესო შეთავაზებები,  ამიტომ მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები მხვდებიან.  მეც, მათთან ერთად, ვირგებ წინსაფარს და ვეფლობით საინტერესო მუშაობაში.   

- კეთებით სწავლება მხოლოდ ხელოვნების გაკვეთილებზეა შედეგიანი, თუ სხვა საგნების ასათვისებლადაც ეფექტურია?

- კეთებით სწავლება ყველა საგნობრივი სწავლებისას აუცილებელია.   მაგალითად, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებისთვის შევისწავლე და გავამარტივე უძველესი ტექნოლოგია „პაპიე მაშე“, რაც ქართულად „დაჭმუჭნულ ქაღალდს“ ნიშნავს და ჩემს პრაქტიკაში დავნერგე. ამ ტექნოლოგიით ჩემი მოსწავლეები ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან, ყოველწლიურად,  მოსწავლეებთან ერთად, წარვადგენ ორიგინალურ ეკოგამოფენებს, რომელიც დამზადებულია  მაკულატურით, პლასტიკატით, პოლიეთილენით და სრულიად გამოუსადეგარი ნივთებით, მსგავსი პრაქტიკული მუშაობის პროცესი, სხვა სიკეთეებთან ერთად, აყალიბებს ეკოცნობიერებასაც, ხოლო როცა მოსწავლეები ქმნიან უკვე  ნაცნობი  ზღაპის ან მოთხრობის პერსონაჟებს, ხელი ეწყობა მათ დაინტერესებას  წიგნებით. მინდა, ჩემი მოსწავლეები იყვნენ კრეატიულები, რათა ადვილად  გაუმკლავდნენ უამრავ ცხოვრებისეულ გამოწვევას,  განათლებული და შემოქმედი ადამიანები ხომ ადვილად უმკლავდებიან  სირთულეებს.

- როგორ ფიქრობთ, რა სირთულე, ან უფრო, რა მთავარი გამოწვევაა დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაში?

- თანამედროვე ბავშვებს წიგნი ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ თუ მასწავლებლები საინტერესოდ მივაწვდით მასალას, ერთი გაკვეთილი არ ემსგავსება მეორეს და მოსწავლე მუდამ სიახლის მოლოდინში იქნება, მას ყოველთვის ექნება მოტივაცია, მოუსმინოს საინტერესო მასწავლებელს, მეტი გაიგოს, მეტი ინფორმაცია მოიძიოს და იკითხოს წიგნები, თუ ბავშვებს წიგნით დავაინტერესებთ, უფრო განათლებული თაობები გვეყოლება.

- თქვენი ბიოგრაფიიდან ერთი ძალიან საინტერესო დეტალი ამოვიკითხეთ. პედაგოგიური მოღვაწეობა გაგრაში დაგიწყიათ...

- დიახ, პედაგოგიური მოღვაწეობა აფხაზეთში დავიწყე, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. 17 წლის ვიყავი, როცა საბავშვო ბაღში მიმიღეს  აღმზრდელად.  სწორედ იქ  დამიძახა აღსაზრდელმა ,,თამრიკო მასწავლებელი“ და  მას  შემდეგ მასწავლებელი  ვარ. რაც აფხაზეთი დავკარგეთ, თბილისში დავფუძნდი. ადვილი არ იყო უცხო გარემოსთან ადაპტირება და დედაქალაქში თავის დამკვიდრება, მაგრამ ეს შევძელი.  

- რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობის მიღება და რა მოლოდინი გაქვთ 5 ოქტომბერს, როცა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალი გაიმართება?

- კონკურსში მონაწილეობა ჩემმა კოლეგებმა მირჩიეს, მაგრამ  ორი  წელი  დამჭირდა  მოსაფიქრებლად. ეროვნული ჯილდოს კონკურსზე  დმანისის მუნიციპალიტეტის  საჯარო  სკოლის დირექტორმა,  ქალბატონმა დალი ასლანიშვილმა წარმადგინა. რისთვისაც  ძალიან მადლიერი ვარ მისი.

მეც ვთვლი, რომ საქმე, რასაც წლებია  ვემსახურები, შეიძლება ამ კონკურსით უკეთ წარმოვაჩინო, თუნდაც, დავანახო საზოგადოებას, თუ  რაოდენ დიდ  შრომას ეწევა ერთი რიგითი მასწავლებელი მომავალი თაობების განათლებისთვის. 

თუ გავიმარჯვებ, ვფიქრობ, ეს დიდი მოტივაცია იქნება ჩემთვის, უფრო  გავამრავალფეროვნო სამასწავლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ბავშვებისთვის. მინდა, საზოგადოებრივი საქმიანობით, უფრო პოპულარული გავხადო მასწავლებლის პროფესია ფართო მასებისთვის  და ხელი შევუწყო წიგნიერებისა და ეკოცნობიერების ამაღლებასაც. ხოლო სკოლებში, სადაც ვმუშაობ, მეტი სოციალური პროექტი  განვახორციელო და მოვაწყო იდეალური ხელოვნების კაბინეტი. ჩემი მოსწავლეები ამას  იმსახურებენ.  

თუმცა, რასაც დღემდე მივაღწიე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის და შემდეგ, ხუთეულის  წევრობას, - ისედაც  დიდი აღიარება,  სტიმული და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება