სიახლეები
საინტერესო , რჩევები

12 ეფექტური ბუნებრივი საშუალება ყელის ტკივილის მოსარჩენად
09-09-2019
-
+


ყელის ტკივილი ძალზე უსიამოვნოა. ყლაპვა გიჭირთ, ყელი გეწვით, ჭამის დროს ტკივილი გაწუხებთ და ზოგჯერ მედიკამენტებიც არ გშველით.

ჩვენ გასწავლით ყელის მოსარჩენად ხალხურ და ეფექტურ მეთოდებს:

მარშმლოუს ფესვი

ცხელი ლიმნის სასმელი-თაფლითა და ჯანჯაფილით. მარშმლოუს მცენარეს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოიყენებდნენ ჩვენი წინაპრები ყელის ტკივილის მოსარჩენად. მარშმლოუს ფესვი შეიცავს ჟელატინის მსგავს ნივთიერებას, რომელიც ასუფთავებს ყელს მავნე ნივთიერებებისგან;

სალბი და ექინაცია

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მცენარეს დიასახლისები სამზარეულოში იყენებენ, მას მრავალი სამკურნალო თვისებაც გააჩნია. აადუღეთ ნახევარი ჭიქა წყალი, შემდეგ შეურიეთ სალბი და ექინაცია თითო კოვზი და მოათავსეთ სპრეის ბოთლში. ნახევარი საათის შემდეგ, ყოველ 2 საათში ერთხელ შეისხით ყელში. დაახლოებით 3 დღეში გათავისუფლდებით ყელის ტკივილისგან;

ვაშლის სიდრი ძმარი

ვაშლის სიდრი ძმარს შუა საუკუნეებიდან იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ყელის ტკივილის მოსარჩენად. ვაშლის სიდრი ძმარს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და ხელს უწყობს ყელის ტკივილის შემცირებას. ცნობილია, რომ მედიცინის მამად აღიარებული ჰიპოკრატე ვაშლის სიდრი ძმარსა და თაფლს ხშირად მირთმევდა ხველისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ;

თაფლი

თაფლის მირთმევა ვაშლის ძმრით, მწვანილითა და თბილი წყლით უდავოდ საუკეთესო წამალია ყელის მოსარჩენად;

ძირტკბილას ფესვი

მედიცინაში ამ მცენარეს მრავალი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. ძირტკბილას ფესვს აქვს ასპირინის მსგავსი თვისებები, რომლებიც ეფექტურია ყელის ტკივილის შესამცირებლად. ექიმების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ძირტკბილა ასუფთავებს სასუნთქ მილსაც. ერთ-ერთმა კვლევამ კი ნათლად აჩვენა, რომ ძირტკბილამ ყელის ტკივილი შაქრიან წყალთან შედარებით 50% -ით შეამცირა;

ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი გამაგრილებელი სასმელია, რომელსაც  შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ყელის ტკივილი გაციების ან გრიპის დროს. ლიმონი შეიცავს C ვიტამინსა და ანტიოქსიდანტებს. ის ხელს უწყობს  ლორწოვანი გარსების ტენიანობის შენარჩუნებას. ლიმონი თბილ წყალთან და მარილთან ერთად საუკეთესო წამალია ყელის ტკივილის სამკურნალოდ;

ჯანჯაფილის ჩაი

ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენეს, რომ ჯანჯაფილს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები, რომელიც ხელს  უწყობს ყელის ტკივილის მკურნალობას;

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთს მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია. როგორც ცნობილია, ის მნიშვნელოვნად ამცირებს ყელში ანთებითი პროცესების წარმოქმნას და ტკივილის გაყუჩება შეუძლია. ქოქოსის ზეთს დამამშვიდებელი ეფექტიც გააჩნია და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების დარბილებას. მიიღეთ ქოქოსის ზეთი დღეში მხოლოდ 2 სუფრის კოვზი (30 მლ) თბილ წყალთან ერთად;

დარიჩინი

დარიჩინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ის აქტიურად გამოიყენება ჩინურ მედიცინაში ყელის ტკივილის სამკურნალოდ. ეფექტურია დარიჩინის ნუშის რძის მომზადება, რომელსაც დამამშვიდებელი  ეფექტი გააჩნია;

ქათმის სუპი

ყელის ტკივილის მოსარჩენად უებარი საშუალებაა. ქათმის სუპის მიირთმევა ნიორთან ერთად ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა ვირუსული ინფექციის ან ყელის ტკივილის სამკურნალოდ;

პიტნის ჩაი

პიტნის ჩაი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს. ის ამშვიდებს ყელს და ათავისუფლებს მას ტკივილისგან; ჩადეთ პიტნა მდუღარე წყალში, გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში და მიირთვით;

გვირილის ჩაია

გვირილის ჩაის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყენებდნენ მედიცინაში ყელის ტკივილის სამკურნალოდ. გვირილას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, რაც ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა ყელის ტკივილის მკურნალობისთვის;

წყარო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...