სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

2020 წლისთვის მათემატიკის ტესტში ცვლილებები იგეგმება - „აბიტურიენტები სიღრმისეულად არ სწავლობენ მათემატიკას“
10-09-2019
-
+


მომავალი სასწავლო წლისთვის მათემატიკის ტესტში ცვლილებები იგეგმება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე etaloni.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, წლის ბოლომდე იგეგმება საცდელი ტესტირების ჩატარებაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ხელმძღვანელი ცვლილებების შესახებ კონკრეტულად არ საუბრობს, აღნიშნავს, რომ ზოგადად, მათემატიკაში მოსწავლეების ცოდნის დონე ძალიან დაბალია და ამას ყველა კვლევა და ეროვნული გამოცდებიც ადასტურებს. ხოლო როგორ და რა ფორმით მოხდება ტესტის ცვლილება, ამის შესახებ ცნობილი საცდელი ტესტირების შემდგომ გახდება.

- როგორ შეაფასებდით მათემატიკის გამოცდაში მიღებულ შედეგებს, შეიცვალა თუ არა აბიტურიენტების ცოდნის დონე მათემატიკაში?

- ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ ზოგადად მოსწავლეების დონე მათემატიკაში არის ძალიან დაბალი. არც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ განსხვავებული მოსაზრება გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა აბიტურიენტთა გარკვეულ რაოდენობას ძალიან კარგი შედეგი აქვს. მაგ., წელს უმაღლესი შეფასება 15-მა აბიტურიენტმა მიიღო, როცა ზოგიერთ საგანში (მაგ., ფიზიკაში) არცერთი უმაღლესი ქულა არ დაწერილა. აბიტურიენტთა დონე ამ საგანში არ შეცვლილა და ყოველ წელს დაახლოებით 25-28% იჭრება.

მათემატიკა მოითხოვს ცოდნას. არსებობს სტანდარტი, რომლის ქვემოთაც ტესტის სირთულის ჩამოყვანა შეუძლებელია. აბიტურიენტი, რომელიც ზღვარს ვერ გადალახავს, ის შემდგომშიც ვერ შეძლებს უმაღლესი მათემატიკის სწავლას. ჩაჭრილთა 25% იმაზე მიგვანიშნებს, რომ მათემატიკის სწავლის მსურველთა რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებისთვისაც მარტივია ტექნიკური საგნები.

- რა ტიპის შეცდომებს უშვებენ ძირითადად აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდაში?

- შეცდომები მრავალფეროვანია და მათი ძირითადი წყარო მასალის არცოდნაა - ის, რომ აბიტურიენტები სიღრმისეულად არ სწავლობენ მათემატიკას. განსაკუთრებით უჭირთ  ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა. ასევე, კომბინატორიკის ელემენტები. ნაკლებად უჭირთ გეომეტრიული ტიპის ამოცანები. ალგებრაში ისინი უკეთეს ცოდნას ავლენენ.

- მომავალ წელს მესამე სავალდებულო საგნად აბიტურიენტებს ისტორიის ან მათემატიკის არჩევა შეეძლებათ. იგეგმება თუ არა მათემატიკის ტესტის შეცვლა მომავალი წლისთვის და როდის გახდება კონკრეტული ცვლილებების შესახებ ცნობილი?

- ვგეგმავთ საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით, პედაგოგებით, ასევე სერტიფიცირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებით, სამინისტროს წარმომადგენლებითა და სპეციალისტთა ფართო ჯგუფით. გვექნება კონსულტაციები. ჯგუფის შეხვედრებზე განხილული იქნება და შეთანხმებული ტესტის სტრუქტურა. წლის ბოლომდე ვგეგმავთ საცდელ ტესტირებასაც იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ტესტი. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის კონკრეტული ცვლილებები.

ასევე იხილეთ: 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის დარგის მიხედვით ჩასაბარებელი საგნები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება

„აბიტურიენტთა ნაწილს წარმოდგენაც კი არა აქვს ტესტის ფორმატზე“ - ქართულის გამოცდას ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე აფასებს

„ბოლო წლებში აბიტურიენტთა შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა“ - ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი

2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ცვლილებები კვლავ განხორციელდება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება