თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი - „ცნობები ადამიანის უფლებების შესახებ“ განხორციელდა
09-09-2019
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N172 საჯარო სკოლაში პროექტი - „ცნობები ადამიანის უფლებების შესახებ“ განხორციელდა.
პროექტში III კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტს პედაგოგი ლელა მამულაშვილი ხელმძღვანელობდა.
„სოციალური პროექტის ძირითად თემას წარმოადგენს ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გაზრდა. პირველ რიგში მათ განვუმარტე რას გულისხმობს კონცეფცია. შემდეგ მათ თავად გამოიტანეს დასკვნა თუ რას მოიცავდა ეს კონცეფცია. ვის იცავდა და რატომ ? და ზოგადად რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების განსაზღვრა და დაცვა. განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, როდესაც ჩემმა მოსწავლემ ერთ-ერთი პერსონაჟის დაცვა გადაწყვიტა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით . მათ შევთავაზე აქტივობა, მოსწავლეები და მე ერთ წრედ გავერთიანდით. მათ მითითება მივეცი სპილოს ფუმფულა სათამაშოს მიმართ გამოეხატათ რაიმე ემოცია პოზიტიური ან ნეგატიური, მოფერებოდნენ , ჩახუტებოდნენ, იგნორირება გაეკითებინათ და წრეზე ერთმანეთისთვის გადაეწოდებინათ. იყო შემთხვევები გადაწოდებისას სათამაშოზე ოდნავ უხეში მოპყრობის. შემდეგ მათ ვუთხარი ახლა გაემეორებინათ მათ გვერდზე მდგომი მეგობრის ქმედება, ამავე მეგობარზე. შედეგმაც არ დააყოვნა... მოსწავლეებმა დაასკვნეს რომ როგორც ეპყრობი შენ სხვას, ისივე მოგეპყრობიან შენც. სიმართლე რომ ვაღიარო, უპირველესი მიზანი მქონდა ამ აქტივობებით დამენახებინა თავიანი ქცევა. თუმცა ამ შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მოსწავლეებმა გაიხსენეს პირადი თუ დანახული ისტორიები, როდესაც ადამიანის უფლება დაირღვა. აქვე გავარჩიეთ რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ფაქტი კლასში. როდესაც მოსწავლეების ჯგუფმა ერთ-ერთი მოსწავლის აზრი უგულებელყო პრეზენტაციის დიზაინის შექმნისას. ვფიქრობ ჩანაფიქრმა გაამართლა. ახლა მოსწავლეები უფრო სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ერთმანეთს“,- აღნიშნავს პედაგოგი.