სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა
09-09-2019
-
+


„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში“ ცვლილება შევიდა, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა.

აღნიშნული დოკუმენტი არეგულირებს საჯარო სკოლების მასწავლებელთა, მასწავლებლობის მაძიებელთა და სპეციალურ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს.

ბრძანების მიხედვით, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

  • უფროსი მასწავლებლისთვის განისაზღვრება - 470 ლარით;
  • წამყვანი მასწავლებლისთვის განისაზღვრება - 850 ლარით;
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის განისაზღვრება - 1150 ლარით.

სრულზე მეტი დატვირთვისთვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე შემდეგი გაანგარიშებით: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო შეფარდებული 18 (სრული დატვირთვის საგაკვეთილო საათი) და გამრავლებული დამატებით საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.

5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:



იხილეთ ბრძანება სრულად.

ასევე იხილეთ:
„ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ოქტომბრიდან ანაზღაურება გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება