მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლაში/საბავშვო ბაღში ბავშვის ცუდი ყოფაქცევის 5 მიზეზი
1. გაუგებრობა
სკოლის ან საბავშვო ბაღის წესები სახლში მიღებულისგან განსხვავდება. ამიტომ ხშირად ბავშვს არ ესმის, როგორ მოიქცეს, ან უბრალოდ იქცევა ისე, როგორ მიჩვეულია, რაც პედაგოგის უკმაყოფილებას იწვევს. ჩვეულებრივ, ეს ემართებათ ბავშვებს, რომლებიც საბავშვო ბაღში ახლა მივიდნენ ან პირველკლასელებს, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში არ დადიოდნენ.
სთხოვეთ პედაგოგს ქცევის წესების ნუსხა და თითოეული პუნქტი ბავშვთან დეტალურად განიხილეთ. განუმარტეთ მას, რომ ისინი ასე უბრალოდ არ დაუწესებიათ და აუხსენით რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მათგანის დაცვა. მაგალითად, გაკვეთილის დროს არ შეიძლება მერხის მეზობელთან საუბარი, ადგომა და კლასში სიარული, რადგან ეს ხელს უშლის ბავშვებს მოისმინონ მასწავლებლის ახსნილი. ასეთ დროს გამოგადგებათ როლური თამაში - სკოლობანა, სადაც პედაგოგი ბავშვი სათამაშო მოსწავლეებს ქცევის წესებს ასწავლის.
2. მასწავლებლის დაბალი ავტორიტეტი
სახლში ბავშვი დედ-მამას, ბებია-ბაბუას უჯერებს, იმიტომ რომ უყვარს, ენდობა და ურთიერთობებს აფასებს. ასევე მშობელს აქვს მაზე ზემოქმედების გარკვეული ბერკეტები. მასწავლებელი კი - მისთვის ახალი ადამიანია, რომელიც ნდობას ჯერ არ იმსახურებს და მასზე არანაირი გავლენა არ აქვს. ასე რომ რატომ უნდა დაუჯეროს?
დაეხმარეთ მასწავლებელს მოიპოვოს ბავშვში ავტორიტეტი. თქვენ კარგად იცნობთ თქვენს შვილს - მის გატაცებებსა და ძლიერ მხარეებს. უკარნახეთ მასწავლებელს როგორ მოიქცეს და რითი დააინტერესოს ბავშვი, პედაგოგისთვის, რომელმაც იცის ბავშვის ინდივიდუალური თვისებები, მარტივია ბავშვის დაინტერესება, მისთვის საყვარელი საქმიანობის შეთავაზებით.
3. მეგობრების არარსებობა ან ბავშვებთან ურთიერთობის არცოდნა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია