მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს იწყება. თუ სწავლის დაწყების დღეს ბავშვის სკოლაში გაშვება ყვავილებით გადაწყვიტეთ, ეს მარტივი რჩევები გამოგადგებათ.
თუ მასწავლებლის გემოვნება იცით მაშინ გაგიმარტივდებათ ამორჩევა თაიგულის, რომელიც მას გაახარებს და დაამახსოვრდება. იმ შემთხვევაში კი თუ ბავშვი სკოლაში პირველად მიგყავთ ყვავილების არჩევისას ზოგადად მიღებული წესებით იხელმძღვანელეთ და უპირატესობა მიანიჭოთ კლასიკურ გადაწყვეტილებებს.
ახალგაზრდა მასწავლებისთვის შეარჩიეთ ნაზი და ნათელი ყვავილების კომპოზიცია. ეს შესაძლოა იყოს ვარდისფერი ვარდები ან გერბერა. უფროსი თაობის მასწავლებლებს მოეწონებათ პოინების, ქრიზანთემების და შროშანების თაიგული.
რა მოსწონთ პედაგოგებს
რა თქმა უნდა, ყველა პედაგოგს მოსწონს ყურადღება, მაგრამ თაიგულის არჩევისას, გაითვალისწინეთ, რომ მისი მიზანია - მასწავლებლის გახარება მოცემულ მომენტში. თუ თქვენ ცდილობთ მასზე ძვირადღირებული თაიგულით შთაბეჭდილების მოხდენას - ნუ შეეცდებით. მასწავლებელს სავარაუდოდ, ამ დღეს, ყვავილებს სხვებიც მიართმევენ და მას უბრალოდ დაავიწყდება, რომელი ვისგან მიიღო.
თუ ნამდვილად გსურთ მასწავლებლის გახარება მიართვით არა უბრალო თაიგული, არამედ ვარიაცია ამ თემაზე. მაგალითად, მასწავლებლების უმეტესობას, განსაკუთრებით, უფროს თაობას, ძალიან უყვარს, როდესაც ქოთნის ყვავილებს ჩუქნიან. მათი მოვლა მარტივია და საკლასო ოთახს წლები დაამშვენებენ. ამასთან ქოთნის ყვავილები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ სასარგებლოცაა, რადგან რაც უფრო მეტი მცენარეა აუდიტორიაში, მით უფრო სუფთა ჰაერია მასში.
იხილეთ ასევე - რომელი ოთახის მცენარის გახარება შეიძლება სკოლაში - 7 საუკეთესო ვარიანტი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია