მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლობის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 10 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, საიდანაც 8 896 აპლიკანტი გავიდა გამოცდაზე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტესტირებაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 6 568 აპლიკანტმა, შესაბამისად 2 328 აპლიკანტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით მასწავლებლობის მსურველთა დაახლოებით, 26%-მა დაძლია.
„მასწავლებლობის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 10 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდაზე 9 ათასამდე აპლიკანტი გავიდა. მათგან 26%-მა მიიღო 10 კრედიტი, რაც იმას ნიშნავს რომ მან წარმატებით გადალახა ზღვარი“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე, რომელიც ივლისში ჩატარდა საერთო ჯამში 31 ათასამდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული საიდანაც 20 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, ხოლო 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველი.
იხილეთ ასევე: 2019 წლის მასწავლებლის გამოცდის საბოლოო შედეგები ცნობილია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოქმედებითი მიდგომით შექმნეს ორთქლმავალი