სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„პრაქტიკოსი მასწავლებლები სკოლაში დარჩებიან მანამ, ვიდრე მათ ადგილას უფრო კვალიფიციური ადამიანი არ მოვა“- მანანა რატიანი
12-09-2019
-
+


„სტატუსი მიენიჭებათ იმ  მასწავლებლებს, რომლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია, ხოლო მათ, ვინც კვლავაც პრაქტიკოსებად დარჩნენ, განსხვავებულ პირობებზე გადასვლა მოუწევთ“, - ამის შესახებ etaloni.ge-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა განაცხადა.  

„სქემაში ამ ეტაპზე არსებული ჩანაწერის მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლაში დარჩენა შეუძლიათ. მას შემდეგ კი, რაც უკვე სტატუსი მიენიჭებათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია, მათ, ვინც კვლავაც პრაქტიკოსებად დარჩნენ, განსხვავებულ პირობებზე გადასვლა მოუწევთ. ეს გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლა, საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტს გაუფორმებს, რის მიხედვითაც, სკოლაში დარჩებიან მანამ, ვიდრე მათ ადგილას უფრო კვალიფიციური ადამიანი არ მოვა. სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება სასწავლო წლის ბოლომდე და შემდგომ უკვე, გამოცხადდება კონკურსი მათ ადგილას. მანამდე ეს ადამიანები იქნებიან მოვალეობის შემსრულებლები“, - აცხადებს მანანა რატიანი.

etaloni.ge-ს კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ სკოლებს, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, კვალიფიციური კადრის მოძიება გაუჭირდებათ, რა ვადით დარჩებიან სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებლები, მანანა რატიანი პასუხობს, რომ სკოლა მასწავლებლის გარეშე არ დარჩება.

„სკოლა მასწავლებლის გარეშე ნამდვილად არ დარჩება. ჩვენი ინტერესია, რომ მასწავლებლები იყვნენ უფრო მაღალი სტატუსის. ყველაფერი გაკეთდა, 2010 წლიდან მოყოლებული იმისათვის, რომ მასწავლებლებს სტატუსი გაეუმჯობესებინათ, გამოცდის სახით, გადამზადების სახით, მიეცათ იმის საშუალება, რომ ნაწილობრივ დაედასტურებინათ კვალიფიკაცია და შეევსოთ სხვა აქტივობებით. ის, რაც გაკეთდა ნაბიჯ-ნაბიჯ, მათ უნდა გამოეყენებინათ“,- განაცხადა მანანა რატიანმა.  

მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილის თქმით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ახალი სქემის შესაბამისად განახლდება, სადაც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აღარ იარსებებს.

„ახალი სქემა უკვე ნოემბრიდან გადაიგზავნება განსახილველად და დასამტკიცებლად, რის მიხედვითაც, მასწავლებლის პროფესიული სტანდარდი განახლდება და ის მოიცავს არა ოთხ, არამედ სამ კატეგორიას, სადაც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აღარ იქნება. იქნება მხოლოდ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი. დეტალებზე უკეთესი იქნება, ნოემბრიდან ვილაპარაკოთ, როცა უკვე სქემა იქნება გადაგზავნილი დასამტკიცებლად, მოლაპარაკებული და განხილული ყველასთან. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, სკოლებთან გარკვეული განხილვები უკვე ჩატარებული გვაქვს.  

ახალ სქემას დაეფუძნება რეგულირების წესი, რომელიც იანვარში შემოვა. ბევრი ახალბედა, დამწყები თუ მაძიებელი მასწავლებლით შეხვდება სკოლა ახალ სასწავლო წელს. მაქსიმალურად ვეცდებით, თითოეულ ამ კატეგორიას დავუდგეთ გვერდში და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ისე, როგორც მუდმივად ვუცხადებდით ხოლმე მოქმედ მასწავლებლებს“, - აღნიშნავს რატიანი.

კითხვაზე, ხომ არ ექნებათ პრაქტიკოს მასწავლებლებს მაძიებლის პროგრამით სარგებლობის საშუალება, მანანა რატიანი აცხადებს, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები ამ პროგრამით ვერ ისარგებლებენ.

„პრაქტიკოსი სხვა კატეგორიაა, მაძიებელი, - სხვა. მაძიებელი არის სისტემაში ახალი შემოსული მასწავლებელი. პრაქტიკოსს სხვა გზები ჰქონდა, რომელიც დაიწყო 2010 წლიდან, 2015 წლიდან კი, უკვე სქემის მიხედვითაც იყო გაწერილი, სადაც მათ სასარგებლოდ, ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა. ეს გზა უნდა გაევლოთ ამ დროის განმავლობაში. მაძიებლის პროგრამა სულ სხვაა, რომელიც თეორიული ნაწილის სწავლების შემდეგ, ცოდნის უკვე პრაქტიკაში გადატანას ითვალისწინებს. მათაც მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ. რა თქმა უნდა, სკოლების მხარდაჭერაც ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სკოლებს ჰყავთ გამოცდილი მასწავლებელი, რომელიც მათ ამ პროცესებში დახმარებას გაუწევს. მაძიებლის პროგრამა უკვე ცნობილია, წესი - დამტკიცებული. ახლა იმ სკოლებს ვუდასტურებთ მაძიებლის პროგრამაში ჩართვას, ვინც ეს კადრები აიყვანა. ოქტომბრიდან კი, მაძიებლებს გავუხსნით საკუთარ სივრცეს ონლაინ პროგრამაში, სადაც ისინი ჩართვას შეძლებენ“,- განმარტავს რატიანი.  

ასევე იხილეთ: „მასწავლებელთა გამოცდაზე საშუალოდ 55%-მა პრაქტიკოსმა პედაგოგმა დაადასტურა კომპეტენცია“ - მანანა რატიანი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება