სიახლეები
საინტერესო

წარმატებული ადამიანის 8 უნარი, რომელიც დროა მოსწავლეებს განვუვითაროთ
14-10-2019
-
+


დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ანალიტიკოსებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ 2025 წლისთვის დავალებების 52% რობოტიზირებული იქნება. ამიტომ მომავლის ადამიანებს სჭირდებათ დამატებითი ცოდნა და უნარები: კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, ემოციური ინტელექტი. ასეთ უნარებს HR მენეჯერები soft skills უწოდებენ.

ფორუმზე ანალიტიკოსებმა ასევე წარმოადგინეს მოხსენება პროფესიების მომავლის შესახებ. მასში მოყვანილია soft skills - უნარები, რომლებზეც მოთხოვნა უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გაიზრდება.

კრიტიკული აზროვნება

ჩვენი ქმედებები მეტწილად განპირობებულია, იმით რაც ჩვენ ოდესღაც წავიკითხეთ ან გავიგონეთ. ამიტომ გაფილტვრის, სხვისი აზრის ეჭვქვეშ დაყენების, გაანალიზების და დასკვნების გამოტანის უნარი საჭიროა როგორც სამსახურში ისე ცხოვრებაში. კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანს ეხმარება განსაზღვროს რა რის მნიშვნელოვანი, გადაწყვიტოს ამოცანა ეფექტურად, შეაფასოს იდეები საღი თვალით, გამიჯნოს ჭეშმარიტი ყალბისგან.

კრეატიულობა

კრეატიულობა არ არის მხოლოდ ხელოვანი ადამიანების უნარი. იგი ფასეულია ყველა სფეროს სპეციალისტისთვის. მომავალი ავტომატიზაციის პირობებში ეს უნარი კიდევ უფრო ფასეული გახდება.

გუნდის მართვა

სწორი მართვა - ეს არის ისეთი გუნდის შექმნის უნარი, რომელიც ბიზნესში საკუთარი პასუხისმგებლობის არეალს თავად განსაზღვრავს, რისკებს საკუთარ თავზე იღებს და მის გადაწყვეტილებებს შედეგი მოაქვს. 

მმართველის როლის გავარჯიშება შესაძლებელია, ამასთან, რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. მართვის უნარის გავარჯიშება ახალგაზრდას დაეხმარება მიიღოს ცვლილებები და საკუთარი ქმედებები ანალიზს და კრიტიკას დაუქვემდებაროს. 

ემოციური ინტელექტი

ჟურნალისტი დენიელ გოულმანი წიგნში „ემოციური ინტელექტი: რატომ ნიშნავს ის IQ-ზე მეტს“ ირწმუნება, რომ ემოციური ინტელექტი საშუალებას იძლევა მართო საკუთარი და ამოიცნო სხვების ემოციები, გამოიყენო ემპათია ​მიზნის მისაღწევად. გამოცდილება ამტკიცებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ემოციური ინტელექტი აქვთ განვითარებული ხშირად უფრო წარმატებულები არიან.

ადამიანებთან ურთიერთქმედება

პირობებში, როდესაც პროექტებზე მუშაობისას დავალებები ხშირად იცვლება ან გარდაისახება, მნიშვნელოვანია სწრაფად ჩართო ადამიანები იმაში რასაც აკეთებ. ურთიერთქმედება - ნიშნავს იცოდე მოსმენა, მოლაპარაკება და ასევე იყო პასუხისმგებელი საერთო საქმესა და შედეგზე.

მოლაპარაკებების წარმოება

პირველი რასაც მაძიებელი სამსახურის ძებნისას აწყდება - მოლაპარაკებაა. დიალოგის წარმოების სწავლით, თქვენ შეძლებთ გასაუბრებაზე სარფიანად „გაყიდოთ“ თავი და მარტივად მოაგვაროთ კონფლიქტური სიტუაციები.

ცნობიერების მოქნილობა

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზრდაზე არიან ორიენტირებული და ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ შესაძლებლობები უცვლელია. ადამიანები, რომლებიც ზრდისკენ არიან მიმართულნი, სწავლობენ სირთულეების გადალახვას, არ ეშინიათ შეცდომების და მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ. მოქნილი ცნობიერება ახალ გარემოებებში სწრაფად ადაპტირდება​და და შეუძლია გაურკვეველ პირობებში იმუშაოს.

სტრესამტანობა

მუდმივი სტრესული მდგომარეობა არღვევს მახსოვრობას და კონცენტრაციას, ახდენს უწყვეტი დაღლილობის პროვოცირებას, ადამიანს თავდაუჯერებლად აქცევს. სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ სპორტი, იოგა, სწორი კვება და მედიცაცია. მედიტაციას  დეპრესიისა და შფოთვის მკურნალობის შესაძლო მეთოდადაც განიხილავენ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება