მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთი-ერთზე სწავლების მეთოდი ეფექტურია, როდესაც მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ამ დროს მასწავლებელსაც თავისი სტრატეგიებისა და რესურსების გამოყენების მეტი შესაძლებლობა აქვს.
etaloni.ge ერთი-ერთზე სწავლების მეთოდის სიძლიერეებსა და სისუსტეებს გაგაცნობთ.
გახსოვდეთ, რომ ერთი-ერთზე სწავლებისას არ ხართ შეზღუდული დროითა და სტრუქტურით!
ერთ მოსწავლესთან პირისპირ გაკვეთილი მოსწავლის საჭიროებებზეა მორგებული და არა კლასზე. გაკვეთილის ხანგრძლივობა და სტრუქტურა თქვენი მიზნების შესაბამისად შეგიძლიათ განსაზღვროთ.
ფაქტი, რომ მასწავლებელი და მოსწავლე გაკვეთილზე მარტონი არიან, ორივე მათგანს მაქსიმალურად აქტიურად ამყოფებს. მასწავლებელი ბევრს აკეთებს შედეგის მისაღწევად, მოსწავლე კი, ნაკლებ სტრესს გრძნობს, რადგან ირგვლივ ბავშვები არ არიან.
მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც მეტი მოტივაცია აქვთ!
მოსწავლეები ხშირად ინდივიდუალური მეცადინეობისას უფრო მოტივირებულები არიან, ვიდრე კლასში მუშაობისას. ისინი სასწავლო მასალების მოძიებას დამოუკიდებლადაც იწყებენ. ერთ ბავშვთან მუშაობისას მასწავლებელიც უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე ჯგუფში, სადაც სწავლების ბევრი ფაქტორი ხშირად კონტროლს გარეთაა.
სიძლიერეები:
სისუსტეები:
ერთი-ერთზე სწავლება ეფექტურია, თუმცა კარგად დაფიქრდით როდის უნდა მიმართოთ ამ მეთოდს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია