სიახლეები
სამასწავლებლო

„აუცილებელია ფსიქოლოგი ჰყავდეს სკოლას“ - დირექტორების მოსაზრებები
12-09-2019
-
+


რამდენად მნიშვნელოვანია სკოლას ჰყავდეს ფსიქოლოგი და რა გამოცდილება აქვთ სკოლებს ფსიქოლოგის მუშაობის მიმართულებით? ამ საკითხზე etaloni.ge სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქორიძე:

„კარგი იქნება სკოლაში ფსიქოლოგი რომ გვყავდეს. ორი წელია სკოლის დირექტორი ვარ და ამ დროის განმავლობაში არ გვყოლია. არის შემთხვევები, როდესაც კარგი იქნებოდა ბავშვებს ფსიქოლოგის რჩევები მიეღოთ. ბავშვებს თვითნებური ქცევები ახასიათებთ, თუმცა ხანდახან მშობლებს არ უნდათ ამის აღიარება".

ქედის მუნიციპალიტეტის კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი გენად მახარაძე:

„ჩვენ ფსიქოლოგი არასოდეს გვყოლია, რადგან მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ. რაც შეეხება მის საჭიროებასა და მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, საჭიროა ბავშვების ფსიქოლოგის ყურადღების ქვეშ ყოლა. ბავშვის აღმზრდელობით პროცესში სოფლის სკოლებში ამას მოკლებული ვართ. მშობლებთანაც რომ ჰქონდეს ურთიერთობა, უკეთესი იქნებოდა. მე ამ მხრივ უფრო ვხედავ საჭიროებას. ძალიან დაგვეხმარებოდა სასკოლო ცხოვრებაში".

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ დუმბაძე:

„სკოლაში ფსიქოლოგი არ გვყავს. ერთხელ ფსიქოლოგთან შეხვედრა დავგეგმეთ მოსწავლეებისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ისეთი შემთხვევები არ გვქონია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გვქონოდა. თუმცა ფსიქოლოგის ყოლა კარგი იქნებოდა, საინტერესოა მათი შეხედულებების გაზიარება".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი ციური გოგიბერიძე:

„ფსიქოლოგი სკოლაში არ გვყოლია. აუცილებლობას ვხედავ, რადგან მოსწავლეებს ნებისმიერ ასაკში სჭირდებათ დახმარება, დარიგება და გვერდით დგომა. ზოგჯერ ჩვენ ვითავსებთ ფსიქოლოგის როლს. ფსიქოლოგთან შედარებით არაპროფესიონალები ვართ, მაგრამ რადგან პროფესიული უნარები ჩაბარებული გვაქვს ვცდილობთ მოსწავლეებს მეტ-ნაკლებად დავეხმაროთ".

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ქათამაძე:

„სკოლაში ყველა დარგის სპეციალისტი საჭიროა, რაც ბავშვის აღზრდას, მოვლას, მის უსაფრთხოებას სჭირდება, უბრალოდ ეს დაფინანსების წყაროებზეა ​ დამოკიდებული. მე-7, მე-8 და მე-9 კლასის პერიდოში მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ყველას სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება. ჩვენ წლების წინ გვყავდა ფსიქოლოგი. მას ვაფინანსებდით სკოლის ეკონომიკური შემოსავლებით, შემდგომ ბიუჯეტი ვერ გაწვდა და უარის თქმა მოგვიწია. ფსიქოლოგის მუშაობამ ბავშვებზე თავისი კვალი დატოვა".

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან მახარაძე:

„ფსიქოლოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობაშიც. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სერიოზული პრობლემები არ გვქონია, მაგრამ არის ხანდახან დაძაბულობა, სტრესულ სიტუაციაში არიან ხოლმე ბავშვები და ვფიქრობ, ამ შემთხვევისთვის აუცილებელია ფსიქოლოგის მუშაობა".

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე:

„მე მგონი, უკვე აუცილებელია ფსიქოლოგი ჰყავდეს სკოლას, რადგან ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე საჭიროა ბავშვებს ფსიქოლოგიური დახმარება გავუწიოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დედების დიდი ნაწილი უცხოეთში არიან წასულები. ბავშვები სახლში როდესაც მიდიან დედისთვის პრობლემების გაზიარება, შინაგანი სამყაროს გადაშლა არ შეუძლიათ. ფუფუნებად იქცა ეს შესაძლებლობა, ამიტომ აუცილებელია ბავშვმა ფსიქოლოგიური დახმარება სკოლაში ​ მიიღოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვების მეგობრები ვიყოთ. ყველა დამრიგებელი ფაქტობრივად ბავშვების დედაა. ბავშვებს გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, ასე რომ თუკი ფსიქოლოგი გვეყოლება, ეს ძალიან დიდი შვება იქნება".

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ბენდელიანი:

„აუცილებელია ბავშვებთან ფსიქოლოგი მუშაობდეს, რადგან ხშირად არის ამის საჭიროება. ხანდახან ბავშვებიც კი ითხოვენ ფსიქოლოგთან შეხვედრას, მაგრამ ზუგდიდში ამ შესაძლებლობით განებივრებული არა ვართ".

გორის მუნიციპალიტეტის სათემოს საჯარო სკოლის დირექტორი მანელი წეველიძე: 

„ვფიქრობ, სკოლაში ფსიქოლოგის ყოლა სასურველია, რადგან არის ბევრი ფსიქოტიპის მოსწავლე და კარგი იქნებოდა პედაგოგებს მათთან ურთიერთობაში სპეციალისტი თუ დაეხმარებოდა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ გარდატეხის ასაკი ზოგიერთი მოსწავლისათვის ცოტა რთულად გადასალახია. ამ დროს მშობლებსაც და მასწავლებლებსაც უჭირთ მოსწავლეებთან ურთიერთობა და თვითონ მოსწავლეებსაც უჭირთ ხოლმე ამ პერიოდის გადალახვა. ამიტომ ფსიქოლოგის დახმარება მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც წაადგებოდათ".

ქედის მუნიციპალიტეტის უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ნინიძე:

„ფსიქოლოგი არასდროს არ გვყოლია, თუმცა ვთვლი სკოლაში მისი მუშაობა აუცილებელია, თუნდაც ერთი ბავშვი რომ იყოს. მყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებთანაც ფსიქოლოგის მუშაობა სასურველია და ხშირად მე მიწევს ფსიქოლოგის როლის შესრულება. ცხადია, მე ნაკლებ შედეგს ვაღწევ და ფსიქოლოგის გაცილებით უკეთ იმუშავებდა. 16 წელია სკოლის დირექტორი ვარ და წარმოგიდგენიათ საშუალო სკოლაში რამდენჯერ იქნებოდა ფსიქოლოგის საჭიროება? როგორც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებზე სპეცმასწავლებელი უნდა მუშაობდეს, ასევე სკოლაში უნდა იყოს ფსიქოლოგიც, რომელიც ბევრ მოსწავლესთან იმუშავებს".


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება