სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ შევწყვიტოთ მოსწავლესთან ერთად გაკვეთილების მომზადება - რჩევები მშობლებს
13-09-2019
-
+


სასწავლო წლის დაწყება სტრესია არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლებისთვის, რადგან მათაც გაკვეთილების მომზადება უხდებათ. საშინაო დავალებების მომზადება კი ხშირად ჩხუბში, ცრემლებსა და ნერვების შლაში გადადის. ამასთან, ამერიკელმა მეცნიერებმა 30 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევით დაადგინეს, რომ მშობელთა დახმარება მოსწავლის მოსწრებაზე უარყოფითად აისახება. 

იხილეთ -  თუ რატომ არ უნდა დავეხმაროთ შვილს საშინაო დავალების მომზადებაში 

როგორ შევწყვიტოთ ბავშვთან ერთად გაკვეთილების მომზადება?

გახსოვდეთ, სწავლა - ბავშვის პასუხისმგებლობაა, და არა თქვენი

თქვენ თქვენი წილი უკვე ისწავლეთ და შეფასებაც დაიმსახურეთ. თუ თქვენ გამუდმებით უზიხართ ბავშვის გაკვეთილებს მომზადებისას, ნიშნავს რომ მისი ნიშნების გამო ღელავთ. მაგრამ კარგი ნიშნები, ხომ არ არის იმის გარანტია, რომ ბავშვმა მასალა გაიაზრა და დაიმახსოვრა. თქვენ ბავშვის ნიშნებზე პასუხისმგებლობას არ ატარებთ, ისწავლის თუ არა, ეს მხოლოდ მისი არჩევანია. შესაძლებელია მე-11 კლასამდე უჯდეთ, მაგრამ ეს არ დაეხმარება მას გახდეს დამოუკიდებელი.

გაარკვიეთ მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ბავშვს გაკვეთილების მომზადება

შესაძლოა, მისთვის ზედმეტად ძლიერი დატვირთვაა, მასწავლებელი საგანს ცუდად უხსნის ან არ იცის დროის სწორად გადანაწილება. სიზარმაცე - ეს არის მოტივაციის არარსებობა. თუ ბავშვს არ ესმის, რატომ სჭირდება მას საგნის სწავლა, მისი იძულება რთულია.

გაიგეთ საგნები, რომლებშიც ბავშვს დახმარება სჭირდება

დაეხმარეთ გაერკვეს თემაში. როდესაც დარწმუნდებით, რომ კარგად ერკვევა, შეგიძლიათ რთულ საგნებში საშინაო დავალების გაკეთება ანდოთ. 

შესთავაზეთ ბავშვს ექსპერიმენტი

უფლება მიეცით ერთი კვირა საშინაო დავალება თქვენს გარეშე მოამზადოს. უქმე დღეებში შედეგები გაარკვიეთ.

არ ეჩხუბოთ და გააკრიტიკოთ

დაე გააკრიტიკოს და შეცდომები ეძებოს მასწავლებელმა. თქვენი ვალია გიყვარდეთ და დაეხმაროთ მას სწავლისთვის კომფორტული პირობების ორგანიზებაში. მშობლების კრიტიკა ყოველთვის მტკივნეულად აღიქმება და თვითრწმენას ანგრევს. მომზადებული საშინაო დავალება არ უნდა იყოს „კარგი ბავშვის“ სინონიმი. თუ თქვენ მხოლოდ პრობლემებზე საუბრობთ, მაშინ ბავშვი თავს უიღბლოდ იგრძნობს და გააუფასურებს ყველა დანარჩენ მნიშვნელოვან ადამიანურ თვისებებს, როგორც საკუთარ თავში ისე სხვებში. 

შეაქეთ წარმატებისთვის

ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათი წარმატება გვიხაროდეს, პატარაც კი. თუ ბავშვს რაღაც არ გამოსდის - საკმარისია, ისიც რომ თავადაც განიცდის. აღნიშნეთ, თუ რომელიმე საგანში წარმატებულია, მაშინ მას თქვენი გახარება მოუნდება.

გაატარეთ მეტი დრო ბავშვთან

ხშირად მშობლები იმდენად დატვირთულნი არიან, რომ საშინაო დავალების მომზადება ბავშვთან ურთიერთობისთვის გამოყოფილი ერთადერთი დროა. მოსწავლეს მათი ყურადღება სჭირდება, ამიტომ „ურთიერთობის“ ასეთ ხერხს იყენებს. დაუთმეთ ბავშვს მეტი დრო -  ისეირნეთ, ითამაშეთ და უბრალოდ ისაუბრეთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება