სიახლეები
სამასწავლებლო

რამდენად ეფექტურია სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება? - დირექტორები თავიანთ აზრს გვიზიარებენ
12-09-2019
-
+


XXI საუკუნის მსოფლიოში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს დიდი როლი ენიჭებათ. თანამედროვეობაში ის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მთელი მსოფლიო ცდილობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლების სფეროშიც.

დღეს, ახალგაზრდებს წიგნი ნაკლებად აინტერესებთ, ინფორმაციის მისაღებად ტექნოლოგიების თაობა კომპიუტერს იყენებს. ტყუილად არ უთქვამს სტივ ჯობსს: „ხანში შესული ადამიანები როდესაც კომპიუტერთან სხდებიან, სვამენ კითხვას „ეს რა არის?“. როცა ბავშვი ჯდება, კითხულობს „ამითი რისი გაკეთება შემიძლია“?

სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, თუ რამდენად ეფექტურია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასკოლო საგანმანათლებლო პროცესში. ამიტომ, ამ კითხვით, ETALONI.GE სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა:

მარტვილის მუნიციპალიტეტის მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო გაბისონია:

„მყავს ახლობელი, რომელიც ინტერნეტით დიდ ინფორმაციას იღებს, თუმცა შეუძლია ყოველ დღე 4-5 საათის განმავლობაში მსოფლიო კლასიკოსებიც წაიკითხოს. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მიმაჩნია, რომ თუ მოსწავლე კომპიუტერს საგანმანათლებლო თვალსაზრისით მოიხმარს, ინტერნეტის გამოყენება ძალიან ეფექტურია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მშობლები თავიანთ შვილებს ვერ აკონტროლებენ და ბავშვები კომპიუტერში ძირითადად ფილმებს უყურებენ. ჩვენი სკოლის პედაგოგები ხშირად აძლევენ მოსწავლეებს ინტერნეტში მოსაძიებელ დავალებებს“.

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ხითარიშვილი:

„ჩემი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში ძალიან ეფექტურია და ჩვენს სკოლაში მას აქტიურად მოვიხმართ. ინფორმაციის მოძიებისათვის კომპიუტერი სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. რაც შეეხება წიგნების კითხვას, მიმაჩნია, რომ ვისაც კითხვა უყვარს, ის ისედაც  წაიკითხავს“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საცხენისის საჯარო სკოლის დირექტორი ნათია კანდელაკი:

„ჩვენ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. აქედან გამომდინარე, მოსწავლისთვის კომპიუტერის გამოყენება აუცილებელია. ბევრი საგანმანათლებლო ვებ-გვერდი არსებობს, საიდანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, საგაკვეთილო პროცესში კომპიუტერს აქტიურად ვიყენებთ, რადგან არსებობენ მოსწავლეები, რომლებიც მოსმენით სწავლობენ. მე ყოველთვის ვურჩევ მოსწავლეებს წაიკითხოთ ინფორმაცია თუნდაც ელექტრონულად, თუმცა გაკვეთილზე სკოლა ვალდებულია, გააკონტროლოს მოსწავლეები, რათა არ გამოიყენონ კომპიუტერი არამიზნობრივად“.

კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვას“ სკოლის დირექტორი მარინა გორშკოვა:

„დაწყებით კლასებში ბავშვები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გამო ფაქტობრივად ზომბირებულები არიან, მაღალი კლასების მოსწავლეებთან ვფიქრობ, რომ კომპიუტერის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში სავალდებულოა. დიდია ხანია პედაგოგი ვარ და მსგავსი ცვლილება ბავშვების ფსიქიკაში არასოდეს მინახავს. პედაგოგები ყველანაირად ვცდილობთ, ისე წარვმართოთ სასწავლო პროცესი, რომ  ნაკლებად გამოვიყენოთ კომპიუტერი. გარდა ამისა, ჩვენი სკოლის შინაგანაწესის მიხედვით, მოსწავლეები ვალდებულები არიან გაკვეთილის დროს არ გამოიყენონ ტელეფონები. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც დამოკიდებულნი არიან კომპიუტერზე. რაც მთავარია, მშობლები ვერ აკონტროლებენ თავიანთი შვილების კომპიუტერთან ყოფნის ხანგრძლივობას, რის გამოც ბავშვები ინტერნეტში უამრავ სიბილწეს ნახულობენ. ეს კი მათ ფსიქიკას მნიშვნელოვნად ამახინჯებს. ყველაფერთან ერთად, კომპიუტერი დიდ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას. ამიტომ, ჩემი აზრით, გამოსავალი მოსწავლეების სპორტულ  და სხვა საინტერესო საგაკვეთილო აქტივობებით მეტად დატვირთვაში მდგომარეობს, რასაც პირადად მე კატეგორიულად ვითხოვ ჩვენი სკოლის პედაგოგებისგან. ჩვენს სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიებს მხოლოდ მცირე დროით, მიზნობრივად ვიყენებთ“.

დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი დმანისის საჯარო სკოლის დირექტორი ლაურა ტატუაშვილი:

„ჩვენს სოფელში ინტერნეტის პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ბავშვები კომპიუტერებზე მიჯაჭვულები არ არიან. თუმცა მიმაჩნია, რომ ვისაც კითხვა უყვარს, ის აუცილებლად წაიკითხავს, ვისაც არ უყვარს, ვერავინ დააძალებს“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი:

„სასწავლო პროცესში პედაგოგების უმრავლესობა აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, თუმცა მოსწავლეები ინტერნეტს გაკვეთილზე არამიზნობრივად ნამდვილად არ მოიხმარენ. ისინი მასწავლებლების დავალებით, საშინაო დავალებებს კომპიუტერით ასრულებენ: ეძებენ მასალებს მწერლებზე, ისტორიულ ფაქტებზე და აშ.“

გარდაბნის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩადუნელი:

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ჩემი აზრით, მოსწავლეების გონებრივ შესაძლებლობებს ავითარებს. მთავარია, მოსწავლეებმა სწორად გამოიყენონ ინტერნეტი, რისი სწავლებაც ჩემი აზრით, სკოლის დანიშნულებაა. წიგნმა მოსწავლის გონება უნდა განავითაროს, თუმცა ცოდნის თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს სკოლის საგაკვეთილო პროცესი ელექტრონული რესურსების გამოყენებით ძალიან საინტერესოა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ და სასიამოვნოა, როდესაც მოსწავლეებს ინტერნეტით გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერს ვასმენინებ“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუხრანის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი:

„უახლესი ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენება აუცილებელია. არიან მოსწავლეები, რომლებიც ინტერნეტს არამიზნობრივად იყენებენ, თუმცა დღესდღეობით ბავშვებს აუცილებლად უნდა შეეძლოთ კომპიუტერის გამოყენება და მისი მეშვეობით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება. კომპიუტერში უნივერსალური მასალაა თავმოყრილი, ინტერნეტში ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საკითხების ერთდროულად მოძიებაა შესაძლებელი, წიგნში კი მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზეა საუბარი. რაც შეეხება სასკოლო პროცესს, მიმაჩნია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში ძალიან ეფექტურია: თვალსაჩინოებისთვის, მოსასმენად და აშ. აზერბაიჯანული სკოლის დირექტორი ვარ და ჩვენს მოსწავლეებს 3 უცხო ენის შესწავლა უწევთ: ქართულის, როგორც მეორე ენის, ინგლისურისა და რუსულის. აქედან გამომდინარე, მოსწავლეები კომპიუტერის დახმარებით გაკვეთილებს ბევრად იოლად სწავლობენ“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“

„ყოველთვის გვეძვირფასებით. წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!! მომავალო პედაგოგებო“!

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, მშობლიურ სკოლასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს 2025 წლის შემობრძანება

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება