სიახლეები
საინტერესო

ვიზუალიზაცია, როგორც გაკვეთილის დამხმარე ინსტრუმენტი
13-09-2019
-
+


რა არის ვიზუალიზაცია? - ვიზუალიზაცია წარმოსახვაში სასურველი რეალობის დანახვაა. მასში შეიძლება გააერთიანოთ რეალური თუ არარეალური სურათები, ხმა, მოძრაობა, შეხება, გემო თუ სუნი.

რატომ უნდა გამოიყენოთ ვიზუალიზაციის მეთოდი გაკვეთილზე? 

  • ვიზუალური წარმოდგენებით შესრულებული საკლასო დავალებები უფრო დასამახსოვრებელი და საინტერესო ხდება;
  • ვიზუალიზაცია განსაკუთრებით ეფექტურია უცხო ენის სწავლებისას, რადგან იგი მოსწავლეებს წარმოსახვის უნარის განვითარებასთან ერთად ენობრივი ბარიერის დაძლევაში ეხმარებათ;
  • წარმოსახვითი დავალებები თქვენს გაკვეთილს მრავალფეროვნებას შესძენს;
  • მოსწავლეებს დაეხმარებით და ასწავლით, რომ განტვირთვისას ახალი და განსაკუთრებით საინტერესო იდეები შეიძლება მოუვიდეთ.

რჩევები მოსწავლეებთან ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებისას

  • მოსწავლეებთან ვიზუალიზაციის მეთოდს თუ პირველად იყენებთ, ფრთხილად იყავით, სანამ დარწმუნდებით, რომ ეს მეთოდი კარგად მუშაობს;
  • ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება ფიქრობდეს,  რომ  მას რაიმე სურათის წარმოადგენა საკმარისად კარგად არ შეუძლია.  უთხარით, რომ არ არის აუცილებელი წარმოიდგინონ ისეთივე ცხადი სურათი, როგორ  ცხადადაც სიზმარს ხედავენ. საკმარისია სურათის დაახლოებით აღწერა მაინც შეძლონ;
  • გქონდეთ ცხადი იდეა, რატომ გჭირდებათ ვიზუალიზაციის გამოყენება. რაში დაგეხმარებათ საგაკვეთილო პროცესში? დაგეხმარებათ ეს საინტერესო დისკუსიების წარმართვაში? მოგიტანთ ახალ იდეებს? 
  • შექმენით სცენარი. გამოიყენეთ ცხადი, ღია კითხვები, რათა მოსწავლეებს სხვადასხვა სურათის წარმოდგენა გაუმარტივოთ.  შეახსენეთ სპეციფიკური ზმნები. მაგალითად, „ხედავს“, „გრძნობს“, „ესმის“, „აგემოვნებს“, „ყნოსავს“;
  • დაუსვით კითხვები - „წარმოიდგინეთ კითხულობთ ჟურნალს. რა სახის ჟურნალია? სპორტული თუ ლიტერატურული? რა არის ჟურნალის გარეკანზე?“
  • გათვალეთ მომენტები, როდესაც უნდა გაჩერდეთ, რომ მოსწავლეებს მისცეთ დრო სურათების წარმოსადგენად;
  • შეკითხვები თუ სიტყვები წააკითხეთ ხმამაღლა;
  • წინასწარ ახსენით ყველა ახალი სიტყვა, რასაც გაკვეთილზე გამოიყენებთ;
  • მოსწავლეებს მიეცით განტვირთვის საშუალება;
  • გაიმეორეთ გაკვეთილის მთავარი ელემენტები. ნუ იჩქარებთ!
  • ვიზუალური წარმოდგენისთვის მიცემული დროის შემდეგ ესაუბრეთ, მიეცით დავალებები.

ვიზუალიზაცია შეიძლება გამოიყენოთ სასაუბრო პრაქტიკისთვის, რადგან ის ქმნის ბუნებრივ საინფორმაციო ველს. მაგალითად, წარმოადგენინეთ, რომ აეროპორტში ორი უცხოელის საუბარი გაიგეს და ალაპარაკეთ, რა წარმოუდგათ გონებაში. ვინ არიან? სად მიფრინავენ? რა მიზნით მიფრინავენ? რაზე საუბრობენ? და ა.შ.

ვიზუალიზაცია მოსწავლის თავდაჯერებულობის გასაზრდელად გამოიყენება.  მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან თავიანთი სცენარი. მაგალითად, ქვეყნის ვირტუალური ტური, თავიანთი სახლის ტური და ა.შ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება