მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-მ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 20 წლის იუბილე აღნიშნა.
ღონისძიებაზე სტუმრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები და მეცნიერები, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს „გრენა“-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა ევროპის 9 ქვეყნიდან. აგრეთვე, საქართველოს წამყვანი საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებმა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და ღონისძიება გახსნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ხაზი გაუსვა „გრენა“-ს და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სამეცნიერო საზოგადოებისათვის:
„გრენა“-სა და ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის აგვისტოში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად ქართველ მეცნიერებს შეეძლებათ კვლევის დროს საჭირო გამოთვლითი და მეხსიერების რესურსების გამოყენება. „გრენა“-ს მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოცულობითი მონაცემების დამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას“.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და განაცხადა:
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოციაცია „გრენა“-სთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს სამეცნიერო პროგრამის პროექტების განხორციელებაში. ამ პროექტების დახმარებით მოხერხდა უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსების ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხებით დაკავშირება და ქსელური აპარატურის მოდერნიზება. აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო საქართველოში პირველი განაწილებული გამოთვლების (GRID Distributed Computing) სისტემის შექმნა „გრენა“-ს ბაზაზე, რომელიც ჩართულია ევროპის GRID ინფრასტრუქტურაში. ევროკომისიის EaPConnect პროექტის მენეჯერმა ვერონიკა დი ლუნამ აღნიშნა:“ასოციაცია „გრენა“-ს მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ EaPConnect-ის პროექტში მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ფართო საზოგადოებისათვის. მკვლევარებს და სტუდენტებს ესაჭიროებათ მონაცემთა გაცვლა, საერთაშორისო კოლაბორაცია და ციფრული უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია eduroam-ის, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვერის როლი მკვლევარებისათვის, მეცნიერებისა თუ სტუდენტებისათვის. საქართველოში ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს eduroam-ის სერვისს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის“.
ასოციაცია „გრენა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რამაზ ქვათაძემ ორგანიზაციის საქმიანობის და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა.
„გრენა“ 1999 წელს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით დაფუძნდა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე საქართველოში.
„გრენა“-ს საქმიანობა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: IT სფეროში სერვისების მიწოდებას და ახალი ინოვაციური სერვისების დანერგვას, სწავლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადებას და განხორციელებას, აგრეთვე ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას“,-აცხადებენ „გრენა“-ში.
„გრენა“-ს შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: https://www.grena.ge
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ