სიახლეები
სამასწავლებლო

რომელ უცხო ენებზეა მოთხოვნა სკოლებში? - დირექტორების კომენტარები
13-09-2019
-
+



etaloni.ge ცდილობს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა დეტალი გაგაცნოთ. ამჯერად იმის გასარკვევად თუ რომელი უცხო ენებია სკოლებში მოთხოვნადი, სკოლის დირექტორებს ვესაუბრეთ.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმათის საჯარო სკოლის დირექტორი ელისო დანგაძე:

„ჩვენთან ინგლისური და რუსული ენები ისწავლება. ადრე ფრანგული ისწავლებოდა და მშობელთა მოთხოვნით რუსულით ჩანაცვლდა. ჩვენი სკოლა​ მცირეკონტიგენტიანია, ცხრაკლასიანი და მესამე ენის მოთხოვნა არ ყოფილა“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჭეიშვილი:

„ჩვენს სკოლაში ისწავლება ინგლისური და რუსული ენები. სხვა ენებზე მოთხოვნა არ ყოფილა. მოსწავლე როდესაც დაწყებით საფეხურს ამთავრებს მშობლებს მივმართავთ განცხადებით, ჩამონათვალიდან რომელი უცხო ენის არჩევა სურთ. მათი სურვილის გათვალისწინებით ვიქცევით. ამ ეტაპზე რუსული ენა აირჩიეს მეორე ენად და სამომავლოდ თუ რომელიმე ევროპულ უცხო ენას აირჩევენ, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მათი მოთხოვნა".

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე:

„ჩვენს სკოლაში ინგლისური ისწავლება, როგორც ძირითადი ენა. მეორე ენად რუსული, ფრანგული და გერმანული. ფართო არჩევანი აქვთ. შარშან დაახლოებით 20 ბავშვი იყო გერმანულზე და ამდენივე ფრანგულზე.წელს, როგორც ამბობენ, უფრო მეტი მსურველია. უფროსკლასელები სხვადასხვა მოსაზრებათა გამო, ვინც უფრო შორს იხედება და სწავლის გაგრძელება უნდათ ამ ქვეყნებში, მესამე საფეხურზე ფრანგულს და გერმანულს ირჩევენ“.

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე:

„ჩვენთან ინგლისური და რუსული  ენები ისწავლება. სხვა ენებზე მოთხოვნა არ ყოფილა. 2007-2008 წლებში ისწავლებოდა გერმანული, მაგრამ შემდეგ მშობლები ძირითადად ინგლისურს ირჩევდნენ და ამიტომ დარჩა რუსული და ინგლისური“.

ქედის მუნიციპალიტეტის ახოს საჯარო სკოლის დირექტორი ასლან ბერიძე:

„ჩვენს სკოლაში ინგლისური და რუსული ისწავლება. სხვა უცხო ენაზე მოთხოვნა არ ყოფილა, ინგლისურზეა ძირითადი ორიენტირი აღებული. რომ იყოს მოთხოვნა, დავუშვებდით სხვა ენასაც. ჩვენი მხრიდან შეთავაზება ყოფილა“.

გორის მუნიციპალიტეტის ხელთუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრია მუმლაძე:

„პირველი უცხო ენაა ინგლისური, მეორე-რუსული. ჩვენ რასაც ვასწავლით და მოთხოვნა რაც არის, იმის შესაბამისი სპეციალისტები გვყავს. გერმანული ენის სპეციალისტიც გვყავს, მაგრამ მოთხოვნა არ ყოფილა, როდესაც მეორე უცხო ენას ვირჩევდით. მშობლებმა მეორე უცხო ენად რუსული აირჩიეს“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო აბაშიძე:

„მოსწავლეებს ორ უცხო ენას, რუსულსა და ინგლისურს, ვთავაზობთ. ჩვენ გვქონდა სამი ენა: რუსული, გერმანული და ინგლისური. შემდგომში ნელ-ნელა გერმანულზე მოთხოვნა შემცირდა, ბავშვები კლასებიდან ჯგუფებში გადავიყვანეთ და შემდგომ ერთ და ორ ბავშვზე რომ ჩამოვიდა, საერთოდ გაუქმდა. იძულებული გავხდით პედაგოგი სახლში გაგვეშვა. თურქულზე შეიძლება იყოს მოთხოვნა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა თურმანიძე:

„ჩვენთან ისწავლება ინგლისური და რუსული. მოთხოვნა არ ყოფილა, რომ მესამე უცხო ენა დავამატოთ. ინგლისურზეა ძირითადი აქცენტი გადატანილი“.

ქედის მუნიციპალიტეტის ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი ზეინაბ ბერიძე:

„ჩვენთან ისწავლება მხოლოდ ინგლისური და რუსული. დამატებით საათის შემთხვევაში, ვთქვათ მე-5 კლასს რომ შესთავაზო სხვა ენა, სულ 2 საათია და 2 საათზე არავინ არ იმუშავებს. შეუძლებელია მასწავლებელი მოიზიდო და 2 საათით დააინტერესო".

ქედის მუნიციპალიტეტის აქუცის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა დავითაძე:

„ჩვენთან ისწავლება ინგლისური და რუსული. დაწყებით საფეხურზე პირველი უცხო ენა არის ინგლისური და შემდეგ რუსული“.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება