სიახლეები
ეტალონი

''ეტალონის'' ფინალში ბათუმიდან ორი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას
05-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება. 

ამჯერად ''ბათუმის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.
  
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ბათუმის 25-ე სკოლაში ჩატარდა. 
 
ბათუმის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''ბათუმის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ''კავკასიის ბიზნესის სკოლის'' მე-9 კლასის მოსწავლე ქეთი შენგელია დაეუფლა.  

''ბათუმის ეტალონი მოსწავლე'' ქეთი შენგელია აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' ნიჭიერი ბავშვების გამოვლენას უწყობს ხელს: 

''მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ მიიღონ ზოგადი ცოდნა, გაერკვიონ ყველა საგანში, რადგან ინტელექტ-შეჯიბრში ზოგადი კითხვებია. ამავდროულად, ვურჩევ სწრაფად დააფიქსირონ სწორი პასუხები. ''ეტალონი'' ნიჭიერი ბავშვების გამოვლენას უწყობს ხელს. ჩემთვის საკმაოდ რთული იყო გამარჯვების მოპოვება, რადგან კონკურენცია მაღალი იყო.''

''ბათუმის ეტალონი მოსწავლის'' გამოსავლენი ღონისძიება მოულოდნელად განვითარდა. ''ეტალონის'' ავტორისა და წამყანის გოჩა ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, შარშანდელი ''საქართველოს ეტალონის მოსწავლის'' ქალაქი, წელს ფინალში ორი მონაწილით წარსდგება. წამყვანის ამ გადაწყვეტილებას დარბაზი ოვაციებით შეხვდა.

ბათუმის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მიხეილ პაპუნიძე ქეთი შენგელიასთან ერთად ''ეტალონის'' გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მიხეილი მომავალ ''ეტალონელებს'' რჩევებს აძლევს:

''არ უნდა ინერვიულონ ''ეტალონის'' მონაწილეებმა. მე არ ვნერვიულობდი და მშვიდად ვცემდი კითხვებზე პასუხს. აგრეთვე, დარწმუნდნენ ჯერ პასუხის სისწორეში და მერე გასცენ პასუხი. ძალიან გახარებული ვარ, რომ მეც მომეცა შანსი მივიღო მონაწილეობა ''ეტალონში''. არ მეგონა რომ ჩემს გამო გამონაკლისს დაუშვებდნენ და მიხარია რომ შანსი მომეცა.'' 

ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე საუბრობს ბათუმის ''ეტალონ'' მოსწავლეებზე: 

''ბათუმის ''ეტალონის'' გამარჯვებული გახდა ''კავკასიის ბიზნესის სკოლის'' მოსწავლე ქეთი შენგელია, ამავდროულად, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა დაუშვა პრეცედენტი, რომ სამეულში გასული ბავშვი, მიხეილ პაპუნიძე N2 სკოლის მოსწავლე, რომელიც ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილებას. ვფიქრობ, რომ ინტელექტ-შეჯიბრი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, მასწავლებლები. ახლა უკვე ვემზადებით მეორე ეტაპისთვის.'' 

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ''ეტალონთან'' დაკავშირებით თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: 

''გუშინდელი ღონისძიება ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული, მივესალმებით ამ პროექტს და ყოველთვის ხელს შევუწყობთ. ბავშვების რაოდენობა და აქტივობა იყო მაღალი. ''ეტალონი'' არის ერთ-ერთი შესანიშნავი ღონისძიება, რომლიც მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის.''

ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე Etaloni.ge-სთან ინტერვიუში გუშინდელ ღონისძიებაზე საუბრობს: 

''გუშინ ჩატარდა ''ეტალონი'' ბათუმში. ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, ორგანიზებულად. დაისვა საინტერესო კითხვები და გამოვლინდა გამარჯვებული. მოხდა ერთი აღსანიშნავი ფაქტიც. მესამე ადგილზე გავიდა შშმ მოსწავლე და ბატონი გოჩას ინიციატივით ეს მოსწავლე დაშვებული იქნა დასკვნით ტურზე. ამისთვის ბატონ გოჩას დიდ მადლობას ვუხდით. ღონისძიება, როგორც ყოველთვის, ორგანიზებულად ჩატარდა.''

''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

 პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება