სიახლეები
სიახლეები

''სწორი მიმართულებით კი არ უნდა წავიდეთ, არამედ უნდა გავიქცეთ'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
05-05-2017
-
+


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებისთვის TIMSS-ისა და PISA-ს საერთაშორისო კვლევებსა და სახელმწიფო შეფასების შედეგებზე პრეზენტაცია გამართა. 


კვლევის პრეზენტაციისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ვითარება რთულია: 

''ვითარება არის რთული. სწორი მიმართულებით კი არ უნდა წავიდეთ, არამედ უნდა გავიქცეთ. ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით იმ ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, რომლებიც ამ კვლევებში მონაწილეობენ. დაახლოებით 60-70 ქვეყანა მონაწილეობს ამ კვლევებში. TIMSS-ის კვლევაში, რომელიც მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს, საქართველო 57 ქვეყანას შორის 30-ე ადგილზეა, ხოლო მე-2 - PISA-ს კვლევაში 72 ქვეყანას შორის 58-ე ადგილზე ვართ.  მთვარი, რაზეც უნდა დავფიქრდეთ არის ის, თუ რატომ დადგა ასეთი შედეგები და კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ ამ შედეგების გაუმჯობესებისათვის. პირველი ნაბიჯი ამ პროცესში იყო მედიასთან შეხვედრა'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 
 
მინისტრის თქმით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კვლევების შედეგების გაანალიზებისათვის და სამომავლოდ სამოქმდო გეგმის დასახვისათვის აქტიური მუშაობაა დაგეგმილია. მისივე თქმით, მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის დირექტორთა საბჭო, მასწავლებლის პროფკავშირი და დარგობრივი გაერთიანებები, უმაღლესი სასწავლებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, ივნისში გაიმართება კონფერენცია, სადაც ერთთვიანი მუშაობის შედეგები შეჯამდება და კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები დაიგეგმება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება