მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, რესპოდენტთა მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია.
აღნიშნული მაჩვენებლით განათლებამ ჩამონათვალში მერვე ადგილი დაიკავა.
კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? - გამოკითხულთა უმეტესობამ - 48%-მა სამუშაო ადგილები დაასახელა; 34%-მა ფასების ზრდა, 33%-მა სიღარიბე, 29%-მა ტერიტორიული მთლიანობა, 22%-მა პენსიები, 19%-მა ხელფასები, 18%-მა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, 12%-მა განათლება, 12%-მა რუსეთთან ურთიერთობა, 8%-მა ადამიანის უფლებები, 6-6%-მა - სამართლიანობის აღდგენა ნატოში გაწევრიანება და სამართლიანი არჩევნები დააყენა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, გარემოს დაცვა და სასამართლო სისტემა 5%-ს მიაჩნია მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, ხოლო 16%-მა პროცენტმა სხვა საკითხები დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ NDI-ის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2 132 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა მოამზადეს რეკლამა უმცროსი მეგობრებისთვის