სიახლეები
სკოლები

ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა
17-09-2019
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის, რუსლან მელაძის სახელობის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. 

ღონისძიებას ფონდ „ოცნებას“ რეზიდენტი ნათია სვანიძე სტუმრობდა. ნათია სვანიძემ პედაგოგებს და პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სტუმარმა პედაგოგებს ფასიანი საჩუქრები, პირველკლასელებს კი სასკოლო ნივთები და ჩანთები გადასცა.

ყურადღების მიღმა არ დარჩენილან ასევე ღვაწმოსილი პედაგოგები - ნაზიბროლა რიჟვაძე და გურამ აბულაძე, ჯილდოზე გასული პენსიონერი მასწავლებლები - დარიკო ბოლქვაძე, გურამ აბულაძე და ლამარა თედიაშვილი.
 
ღონისძიებაზე მიწვეული იყო ხულოს სახელოვნებო სკოლასთან არსებული გოგონათა გუნდი „ციცინათელა“ მანანა მელაძის ხელმძღვანელობით და ხულოს მუნიციპალიტეტთან არსებული ანსამბლი „ ბერმუხა“. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ღონისძიება მრავალფეროვანი იყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბადრი ართმელაძის ნახატების გამოფენა. ბადრი ართმელაძემ, ნათია სვანიძეს სკოლის სახელით, მადლიერების ნიშნად, საჩუქრად საკუთარი ნახატი - „ზამთარი“  გადასცა.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს პროფესიული სწავლის კურსი ჭრაკერვა და დიზაინის მიმართულებით, რომელიც სკოლაში ისწავლება.

ღონისძიებაზე ასევე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა ნაკრების წევრები -  ნინო აბულაძე, მარი, თაკო და ლიზი რიჟვაძეები, რომლებიც სულ მალე საქართველოს სახელით ჩინეთში სასკოლო ოლიმპიადაზე, მწვრთნელ მინური რიჟვაძესთან ერთად, წარდგებიან.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

სიახლეები
საზოგადოება