მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს ბევრი საინტერესო პროექტი თუ ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის, სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ აქცია - „აჩუქე წიგნები“ ჩაატარეს.
მათ აქციის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს საინტერესო და მოზარდებისთვის აუცილებელი მხატვრული ლიტერატურა. როგორც სკოლის ბიბლიოთეკარმა ირმა გელაძემ აღნიშნა, მსგავსი აქციები არამარტო გაამდიდრებს სკოლის საბიბლიოთეკო ფონდს, არამედ, მოსწავლეებს წაახალისებს, რომ ხშირად შეიძინონ წიგნები და მეტი იკითხონ.
ბიბლიოთეკის თანამშრომლების ინიციატივით სკოლაში მიწვეული იყო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა პოეტი გოჩა ძირკვაძე. მოეწყო პოეზიის საღამოც. სკოლის დირექტორმა ისაუბრა დამწერლობისა და წიგნის შექმნის შესახებ, წიგნის კითხვის მნიშვნელობის აუცილებლობაზე. გოჩა ძირკვაძემ წაიკითხა თავისი ლექსები, ბავშვებს უამბო საკუთარი შემოქმედების, ქართველი მწერლებისა და პოეტების საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტების შესახებ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები.
„მომავალში იგეგმება ბუნებაში უფრო ფართო მასშტაბით პოეზიის საღამოს მოწყობა. აღნიშნული ღონისძიებები მოსწავლის სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყინვა, თოვლი, ძლიერი ქარი.... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს