თბილისის N133 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზულად აღინიშნა
18-09-2019
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყეს.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სასწავლო წელი მხიარულად დაიწყეს.
N133 საჯარო სკოლას სწავლის დაწყების დღეს ნაძალადევის მაჟორიტარი ალექსანდრე ხუჯაძეც ესწრებოდა, რომელმაც მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სკოლა აღსაზრდელებს სწავლის დაწყებას „ფეისბუქის“ გვერდზე კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ჩვენო მონატრებულო და მთელს მსოფლიოში ყველაზე მაგარო ბავშვებო, ჩვენო ერთგულო, გულისხმიერო, შეუცვლელო და შეუდარებელო პარტნიორებო, ჩვენო ძვირფასო მშობლებო... ყველაზე მოსიყვარულე, კეთილგანწყობილო, პროფესიონალო, ქვეყნისა და საქმის ერთგულო ჯარისკაცებო, ჩემო საამაყო და ღირსეულო პედაგოგებო!
მინდა გულითადად მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, მშვიდობა, ჯანმრთელობა გისურვოთ, განსაკუთრებით ბავშვებს, შემეცნების სიხარულით აღსავსე საინტერესო და ნაყოფიერ წელს გისურვებთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა მივულოცო ჩვენს ყველაზე პატარა მოსწავლეებს, პირველკლასელებს, ულამაზეს გოგო-ბიჭებს, რომლებმაც წელს პირველად შემოდგეს ფეხი ცოდნის ტაძარში. მინდა ვუსურვო, რომ სკოლის კედლებში გატარებული თითოეული წამი, თითოეული დღე ყოფილიყოს მათ ცხოვრებაში ამაღლებული, საინტერესო, შინაარსიანი, ნაყოფიერი, დაუვიწყარი და რაც მთავარია, ბედნიერი და წარმატებული მომავლის საწინდარი”,-აღნიშნულია სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე