მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სრულად რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს.
სკოლაში მოსწავლეებს სუფთა და ლამაზი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები განახლებული რესურსებით დახვდათ. პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცათ ბუკები და სახელმძღვანელოები.
სკოლას რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით ჩაუტარდა.
მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა, მარინე ათანელიშვილმა და მასწავლებლებმა. მასწავლებელ მარინა ბიძინაშვილის ხელმძღვანელობითა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სასკოლო ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღი - დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, სიღნაღის რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი. მათ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს