სიახლეები
ინტერვიუ, რჩევები

პლასტიკური ქირურგის აქტუალური რჩევები მოზარდებს 
21-09-2019
-
+


თანამედროვე მსოფლიოში პლასტიკური ქირურგია ძალიან პოპულარულია და მას უამრავი ადამიანი მიმართავს, მაგალითად, როდესაც საკუთარ გარეგნობაში რაიმე არ მოსწონთ. თანამედროვე რეალობაში ხომ იშვიათად იპოვით საკუთარი გარეგნობით ბოლომდე კმაყოფილ ადამიანს, მით უფრო, მოზარდს. შესაბამისად, კითხვაზე: შეცვლიდნენ თუ არა გარეგნობაში რამეს? - თინეიჯერთა დიდი ნაწილი გიპასუხებენ - დიახ, დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი, ცხვირის, ტუჩების, მკერდის ოპერაციას...

სიმონ მუმლაძე 29 წელია მედიცინის პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში მოღვაწეობს. წარმატებული ექიმი etaloni.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა პლასტიკური ოპერაციის მსურველი ბიჭების რაოდენობამ. მისივე თქმით, ზოგჯერ ოპერაციებს ის ახალგაზრდებიც იკეთებენ, რომლებიც პლასტიკურ ჩარევას საერთოდ არ საჭიროებენ, თუმცა ასაკიდან გამომდინარე, ოპერაციის გაკეთება აკვიატებად აქვთ.

- ბატონო სიმონ, რამდენად გაიზარდა ბოლო პერიოდში პლასტიკური ოპერაციების მსურველი ახალგაზრდების რიცხვი? 

- პირადად მე პლასტიკურ ქირურგიაში 1990 წლიდან ვმოღვაწეობ. ამ სფეროში 29-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში  მსოფლიოში, და მათ შორის, საქართველოშიც, პლასტიკური ოპერაციების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოიმატა ოპერაციის მსურველი მამაკაცების რიცხვმაც. რაც შეეხება ასაკს, პლასტიკურ ოპერაციას ძირითადად 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდები მიმართავენ.

- რომელია ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში?

- საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაცია ცხვირია. ყველას მოგეხსენებათ, რომ ქართველებს ტიპური კავკასიური ცხვირი გვაქვს, რაც კეხითა და დაშვებული ცხვირის წვერით გამოიხატება. კავკასიური ცხვირი მსოფლიოში იშვიათია, რადგან ის ძირითადად მთის ხალხებს ახასიათებთ. აქედან გამომდინარე, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ქართველები რინოპლასტიკის თვალსაზრისით ლიდერები ვართ და ევროპელები ხშირად ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ოპერაციის გასაკეთებლად.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად მოიმატა მკერდის გადიდების მსურველი ქალბატონების რაოდენობამაც, რადგან მკერდის იმპლანტის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ტექნიკურადაც სრულყოფილი გახდა და ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკიც შემცირდა. მამაკაცებს ძირითადად ცხვირის ან გამოშვერილი ყურების ოპერაციის გაკეთება სურთ. რაც შეეხება ლიპოსაქციასა და ბიშეს ბალიშებს, ამ ოპერაციებს ძირითადად 40-დან 50 წლამდე ქალბატონები მიმართავენ.

- პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად ხშირად მოგმართავენ ის თინეიჯერები, რომლებიც ოპერაციის გაკეთებას არ საჭიროებენ, თუმცა გარეგნობის შეცვლა აკვიატებული აქვთ?

- ზოგჯერ ოპერაციის გასაკეთებლად მართლაც მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც ასაკიდან გამომდინარე, უკმაყოფილოები არიან საკუთარი გარეგნობით. ყველას მოგეხსენებთ, რომ გარდატეხის ასაკში, მოზარდს სახესთან შედარებით ცხვირი პროპორციულად დიდი უჩანს, თუმცა გარდატეხის პერიოდის გასვლის შემდეგ ზრდასთან ერთად პროპორციები იცვლება და ცხვირი შესაძლოა აღარ ჩანდეს დიდი. ამიტომ, ვიდრე მოზარდი ფსიქოლოგიურად და მენტალურად ჩამოყალიბდება, თვითონაც ვერ ხვდება, როგორი ცხვირი მოუხდება, ან საერთოდ სჭირდება თუ არა ესა თუ ის ოპერაცია, რადგან გარდატეხის ასაკის გავლის შემდეგ შესაძლოა პროპორციულად სახეში ცხვირი დაპატარავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ მათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავონ ოპერაციის გაკეთებისგან და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართოს ქირურგებს, თუ გარდატეხის პერიოდის გავლის შემდეგ ცხვირის ფორმა და ზომა არ მოეწონებათ.

- თუ გქონიათ ისეთი შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები სოციალური ქსელიდან აღებული ფოტოებით მოსულან თქვენთან და ზუსტად ისეთი ცხვირის გაკეთება უთხოვიათ, როგორსაც ფოტოზე ხედავენ?

- დიახ, ასეთი შემთხვევები მახსენდება, თუმცა ახალგაზრდების მიერ მოტანილი ფოტოები ხშირ შემთხვევაში არ არის გამოსადეგი. ზოგჯერ მოზარდებს ჰიპერტროპირებული წარმოდგენების გამო ზუსტად ისეთი ცხვირი უნდათ, როგორსაც ფოტოზე ხედავენ და იმას აღარ ფიქრობენ, მოუხდებათ თუ არა ის. მე მხატვარი და მოქანდაკე ვარ, შესაბამისად, პაციენტზე უფრო რეალურად შემიძლია შევაფასო ადამიანების სილამაზე. მესმის, რომ ყველას უნდა ლამაზი ცხვირი, თუმცა სანამ მოზარდი ფსიქოლოგიურად და მენტალურად ჩამოყალიბდება, ვერ ხვდება, ლამაზი როგორია. ასეთ შემთხვევაში მე ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო პაციენტის სურვილი ან მის სურვილთან მიახლოებული ალტერნატივა შევთავაზო. ჩვენ პაციენტს ისეთი ცხვირის გაკეთებას ვთავაზობთ, როგორიც მას ანატომიურად მოუხდება. საბედნიეროდ, ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებს მოსწონთ ჩვენ მიერ შეთავაზებული ალტერნატივა და გვიჯერებენ. შესაბამისად, შედეგითაც კმაყოფილები არიან.

ამიტომ, საუბრის დასასრულს, მინდა ახალგაზრდებს ვურჩიო:

  • ცხვირის პლასტიკას გოგონებმა 16 წლის ასაკიდან, ხოლო, ბიჭებმა 18 წლიდან მიმართონ, რადგან ამ ასაკამდე ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში გარკვეული პერიოდის შემდეგ ცხვირმა შესაძლოა დეფორმირმაცია განიცადოს;
  • თინეიჯერებმა ექიმთან კონსულტაციაზე აუცილებლად შეაფასონ თავიანთი მდგომარეობა და დაუჯერონ კომპეტენტურ ექიმს, რომელიც ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს;
  • მშობლებს კი მინდა ვურჩიო, თუ თქვენს შვილებს მეგობრები გამოშვერილი ყურების გამო დასცინიან, გაუკეთეთ ყურების პლასტიკა ბავშვობიდანვე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება