სიახლეები
სიახლეები

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო
20-09-2019
-
+


საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი აღმოჩნდა.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება, განსაზღვრავს ბავშვის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ქმნის ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძვლებს.

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, კანონში სხვადასხვა ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული. შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც:

  • გასართობ საცეკვაო ცენტრებში (ღამის კლუბებში) ინტერნეტსალონსა და კაფეში ბავშვის წესების დარღვევა გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
  • ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს 1000 ლარით დაჯარიმებას;
  • 18 წლამდე პირის ისეთ ინდუსტრიაში ჩაბმა, რომელიც ითვალისწინებს ალკოჰოლიანი სასმლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს საწრმოებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას ან რეალიზაციას - გამოიწვევს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით;
  • ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის იმ პუბლიკაციების ბავშვისათვის მიყიდვა ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მათთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს 500 ლარით დაჯარიმდება.

იხილეთ ასევე: ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა კანონით აიკრძალება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია

 ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება