მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
24 სექტემბერს მესტიაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.
ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა მესტიის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.
პირველი ეტაპის ტესტირებას თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები უწევენ ორგანიზებას - არეგისტრირებენ და ამზადებენ ტესტირებისათვის მოსწავლეებს, აკვირდებიან ტესტირების პროცესს და აფასებენ მოსწავლეთა შედეგებს.
II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „მესტიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე, ვინც გადალახავს მინიმალურ ქულათა ბარიერს „ეტალონისგან“ სპეციალური სერთიფიკატით დაჯილდოვდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია