სიახლეები
საინტერესო , რჩევები

რამდენი ხანი უნდა ისაუბროს მასწავლებელმა გაკვეთილზე? - რჩევები
23-09-2019
-
+


გაკვეთილზე მასწავლებლის ჭარბი საუბარი მოსწავლის საუბრის დროს ამცირებს, რაც არ არის სახარბიელო.

არ არსებობს კონკრეტული წესი, პედაგოგი რამდენ ხანს უნდა საუბრობდეს, თუმცა 45-წუთიანი გაკვეთილიდან 25 წუთს თუ თვითონ საუბრობს და კლასში 20 მოსწავლე ჰყავს, თითოეულ მოსწავლეს აზრის გამოსახატავად მხოლოდ 1 წუთი დარჩება.

რატომ უნდა შეამცირონ მასწავლებლებმა მათი სასაუბრო დრო?

  • მოსწავლეები კონცენტრაციას კარგავენ, იწყენენ და მოსმენის ხარისხი იკლებს;
  • მასწავლებლები ზედმეტი საუბრისას მოსწავლეებს ხშირად ისეთ ინფორმაციას აწვდიან, რასაც ისინი დამოუკიდებლადაც მოიპოვებენ. მაგალითად, გრამატიკულ წესებს, უცნობ სიტყვებს და ა.შ. მასწავლებლის რთული ტერმინოლოგია მოსწავლეებისთვის მოსაწყენი გახდება და მას ტემპში ვერ მიყვებიან;
  • მასწავლებელმა დომინანტის როლი არ უნდა ითამაშოს და მოსწავლეები მხოლოდ რესპონდენტებად არ უნდა აქციოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეები თავიანთ წილ პასუხისმგებლობას აღარ აიღებენ და წინასწარ მიხვდებიან მასწავლებელი როდის და რას გააკეთებს.

სტრატეგიები, მასწავლებელმა როგორ უნდა შეამციროს არასასურველი საუბარი

  • ბავშვებს მიეცით ცოდნის გამოვლენის საშუალება. მოსწავლეებს თუ თავიანთ მაგალითებზე დაყრდნობით ასაუბრებთ, ზედმეტი ახსნა-განმარტებებიც აღარ დასჭირდებათ;
  • გამოიყენეთ სხეულის ენა, მიმიკები, ჟესტები;
  • მოსწავლეებს მიეცით საშუალება დავალებებზე ერთმანეთში იმსჯელონ. მაგალითად, ერთ მოსწავლეს სთხოვეთ აირჩიოს სხვა, რომელიც შეკითხვას უპასუხებს;
  • გამოიყენეთ მარტივი ინსტრუქციები;
  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე! - სიმშვიდე მნიშვნელოვანია, როდესაც მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობენ. მიეცით გარკვეული დრო ინსტრუქციებს შორის, რომ დაფიქრდნენ და ისე გიპასუხონ. ხშირმა კარნახმა, მინიშნებებმა და კითხვის პერიფრაზირებამ არასასურველი შედეგი შეიძლება მოგცეთ მაშინ, როდესაც უბრალოდ საჭიროა ბავშვებს ჰქონდეთ დრო თვითონ მოიფიქრონ პასუხები.

გაკვეთილზე მასწავლებლის ბევრი საუბრის პოზიტიური მხარეები

  • მასწავლებლის ბევრი საუბარი განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც ის უცხო ენას ასწავლის, რადგან მოსწავლეებს მოტივაცია ემატებათ, როდესაც პედაგოგი მასალას რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით ხსნის. მოსწავლეებისთვის ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ვიდეოებსა და აუდიო-ჩანაწერებში უცხო ხალხის მოსმენა, რომლებთანაც მოსწავლეებს პირადი ინტერესები არ აქვთ;
  • ხშირი გამოკითხვა სასარგებლოა მოსწავლის ყურადღების მისაპყრობად;
  • მასწავლებლის ინიციატივით წამოწყებული საუბარი მოსწავლეებს საპასუხოდ იწვევს;
  • გაკვეთილის დაწყებისას ანეკდოტების ან საინტერესო ისტორიების მოყოლა შეიძლება გახდეს სტიმული მოსწავლეების გასააქტიურებლად. ისტორიების მოსმენა სახალისოა როგორც დაბალი, ისე მაღალი კლასების ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება