სიახლეები
სიახლეები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან - პარლამენტს კანონპროექტი წარედგინა
23-09-2019
-
+


ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლო, სასურველ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტს ინიციატივის სახით მთავრობა სთავაზობს.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო სტუდენტის სწავლას სრულად დააფინანსებს.

„2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებულმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა აბიტურიენტებმა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა. აღნიშნულის საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან”, – განმარტავს მთავრობა.

რაც შეეხება გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობას, მთავრობის ცნობით, გამოცდებზე 201 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რის შესაბამისადაც მიმდინარე წლის საპროგნოზო ხარჯი 226.1 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო მომდევნო წლის 452.2 ათასი ლარით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება