სიახლეები
სიახლეები

„შვილებს სიყვარული ასწავლეთ! ვეღარ ვუძლებ, ყველგან შენ ხარ დეიდას ბიჭო“ - ლუკა ბასილაძის დეიდის ემოციური მიმართვა
23-09-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის ბიჭმა ლუკა ბასილაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია ბავშვებს შორის დაპირისპირებამ და ბულინგმა გამოიწვია - სოციალური ქსელის საერთო ჩატში ლუკა თანატოლებს წერდა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, თუმცა მათ მუქარა სერიოზულად არ აღიქვეს და დასცინეს.

ლუკა ბასილაძის დეიდა, ლია ადამაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:

„ასწავლეთ, სიყვარული ასწავლეთ შვილებს!
პატარაობიდან ჩაუნერგეთ, ჩასძახეთ სითბო-სიყვარული და აუცილებლად ამოგძახებთ!
გაზარდეთ სიყვარულით ბავშვები, მეგობრები, ახლობლები, მტერი, მოყვარე სიყვარულში.
ამყოფეთ, რომ სიყვარულივე გასცენ და ისწავლონ!
ისწავლონ, რომ წაქეზებას, გახელებას, მითითებას, ბრძანებას, სიძულვილს, ბოროტებასა და უსიყვარულობას ცუდ გზამდე მიჰყავთ ადამიანები! მოზარდები! მოხუცები!
ისწავლეთ და ასწავლეთ ერთმანეთს სიყვარული!!!
ღმერთმა დასწყევლოს ქმედება, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ანადგურებს.
ვეღარ ვუძლებ!!! ყველგან შენ ხარ, დეიდას ბიჭო!!! ყველგან შენ!!! აღარაფერი მინდა, არც აქ შემოსვლა!!! ადგილი არაა ისეთი, სადაც მე უშენოდ შევძლებ სუნთქვას!!!“,- წერს ლია ადამაძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება