სიახლეები
სიახლეები

შეიცვალა თუ არა თბილისის საბავშვო ბაღების მენიუ ახალი სააღმზრდელო წლიდან?!
23-09-2019
-
+


2019-2020 სააღმზრდელო წლისთვის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა. აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

საკვები მენიუდან ამოღებულია მხოლოდ სეზონური პროდუქტი - მჟაუნა.

„მენიუ პრაქტიკულად არ შეცვლილა. ამოვიღეთ მხოლოდ სეზონური პროდუქტი - მჟაუნა, რომელიც რთული შესატანი იყო, სხვა მხრივ საკვებ მენიუში ცვლილებები არ შესულა“, - გვითხრეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას 16 სექტემბრიდან ორი ახალი კომპანია ახორციელებს. მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაგა-ბაღებს - კომპანია „ეკოლუქსი“, მარჯვენა სანაპიროზე კი კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ ამარაგებს.

უწყების ცნობით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან განაახლა. სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადადაც აკონტროლებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, 16 სექტემბრიდან ბაღებში საკვების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით შეუფერხებლად მიმდინარეობს, მოწესრიგებული და განახლებულია სამზარეულოს ინვენტარი, დაცულია სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება