სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ განვალაგოთ მერხები, რომ გაკვეთილი უფრო საინტერესო გახდეს - რჩევები მასწავლებლებს
23-09-2019
-
+


როდესაც გაკვეთილს გეგმავთ, ფიქრობთ მოსწავლეები კლასში როგორ უნდა ისხდნენ? კლასში მერხების განლაგებას დიდი გავლენა აქვს სწავლების პროცესზე, ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც მხედველობაში უნდა მიიღოთ.

სამწუხაროდ, საკლასო ოთახები ხშირად პატარაა და მერხების გადაადგილება რთულია, თუმცა როგორმე უნდა მოახერხოთ, რომ მოსწავლეები დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისთვის შესაბამისად დასვათ.

შეკითხვები, რომლებზეც ყველა გაკვეთილზე უნდა დაფიქრდეთ:

  • ვხედავ ყველა მოსწავლის სახეს და ისინი მხედავენ მე?
  • დაფას ყველა მათგანი ხედავს (დაფა თუ გჭირდებათ)?
  • მოსწავლეები ხედავენ ერთმანეთს?
  • შემიძლია ოთახში თავისუფლად გადავადგილდე და მოსწავლეებს დავაკვირდე?
ვინაიდან ბევრ კლასში შედიხართ და მოსწავლეების სახელების დამახსოვრება შესაძლოა გაგიჭირდეთ, აუცილებელია ყველა მათგანს კარგად ხედავდეთ. ნუ იფიქრებთ, რომ მერხების გადაადგილებაში დროის დაკარგვა ფუჭია. პირიქით, ჩათვალეთ ეს 2-3 წუთიანი პროცესი თქვენთვის პატარა ინვესტიციაა.

მერხების განლაგების ვარიანტები:

  • ნალის ფორმა
ნალის ფორმის ან სამკუთხა განლაგება საუკეთესოა დაფაზე თუ მუშაობთ ან სასაუბრო აქტივობა გაქვთ. მოსწავლეები შეძლებენ თქვენს დანახვას, დაფის დანახვას და ერთმანეთის დანახვასაც, ასევე ნალის შუაში ექნებათ სივრცე, წინ გამოსვლა თუ დასჭირდებათ. ბევრი მოსწავლე თუ გყავთ შეგიძლიათ ორი ნალი გააკეთოთ ანუ დიდ ნალში პატარა ნალი გააკეთოთ. 

  • სკამები წრეზე
სკამები კედელზე მიაყრდენით ან უბრალოდ წრიულად დაალაგეთ. შეგიძლიათ მოსწავლეებთან ერთად წრეში თქვენც დაჯდეთ. წრიული განლაგება კარგია ჯგუფური დისკუსიისთვის, მოსწავლეებთან პირველი შეხვედრისას და მაშინ, როცა მოსწავლეებთან გულწრფელი საუბარი გსურთ.

  • ტრადიციული რიგი
სკოლების უმრავლესობა დღემდე მერხებს რიგებად ალაგებს, რაც სივრცის ეკონომიური ათვისების საშუალებას იძლევა, თუმცა მას ცოტა დადებითი მხარე აქვს. მოსწავლეების ორ-ორად დასხდომა კარგია წყვილებში სამუშაოს დროს, მაგრამ მათ ირგვლივ სამოძრაო სივრცე თუ არ გაქვთ, ვერ დააკვირდებით როგორ და რას წერენ. შეეცადეთ რიგებს შორის​ და მერხებს შორის სივრცე გამოათავისუფლოთ. როდესაც დიდი სივრცე დაგჭირდებათ, გამოიყენეთ ალტერნატიული სივრცეები, სკოლის დერეფანი, დარბაზი და ა.შ.

  • ბუდის მსგავსი დაჯგუფება
ბუდის მსგავსი განლაგება კარგია პატარა ჯგუფური სამუშაოს დროს და პროექტზე მუშაობისას. შესაძლოა ზოგიერთი მოსწავლე თქვენთან ზურგით აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა იაროთ კლასის გარშემო და ისე ისაუბროთ, მისცეთ ინსტრუქციები. გაკვეთილის განმავლობაში სიარულით რაც უფრო დიდ სივრცეს მოიცავთ, მოსწავლეების ყურადღებას მით უფრო მეტად მიიქცევთ.



გირჩევთ, სცადოთ განლაგების რაც შეიძლება მეტი ვარიანტი და დააკვირდით, რომელია თქვენთვის კომფორტული და ეფექტური. მერხების წყობას თუ ვერ ცვლით, დაფიქრდით კლასში როგორ უნდა გადაადგილდეთ.

განლაგების შეცვლასთან ერთად კლასის დინამიკა დრამატულად იცვლება. მთავარია დააკვირდეთ მოსწავლეებს როგორი ვარიანტი მოსწონთ და ეს გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად გაითვალისწინეთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება