TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო , რჩევები

რამდენი ხანი უნდა ეძინოს მოზარდს? - რჩევები
26-09-2019
-
+


ძილი ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების აღდგენისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.

დღესდღეობით, სხვადასხვა მიზეზების გამო ადამიანების დიდ ნაწილს არასაკმარისად ძინავთ, რის გამოც მუდმივად აქვთ დაღლილობის შეგრძნება.

უძილობის შედეგად დაღლილობასა და დეპრესიას განსაკუთრებით მოზარდები უჩივიან.

ძილის ნაკლებობამ მოზარდებში შეიძლება გამოიწვიოს:

  • გაღიზიანება;
  • თავის ტკივილი;
  • კონცენტრაციის ნაკლებობა;
  • ცუდი განწყობა და დეპრესია
  • სასკოლო მიღწევებზე უარყოფითი გავლენა
დაახლოებით, რამდენი საათი უნდა ეძინოს მოზარდს მისი ჯანმრთელობისთვის ამერიკელი ექიმების აზრით?

როგორც გაირკვა, თინეიჯერების უმრავლესობას დღეში დაახლოებით 7-8 საათი სძინავთ, რაც ექიმების აზრით, საკმარისი არ არის. ყველა ექიმი ერთხმად აღიარებს, რომ მოზარდებს მინიმუმ 9 საათი აუცილებლად უნდა ეძინოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ მოზარდებმა იმისთვის, რომ მარტივად დაიძინოთ?

  • პირველ რიგში, შეადგინეთ ძილის განრიგი მთელი კვირის განმავლობაში: დაძინებისა და გაღვიძების საათები;
  • მიიღეთ ცხელი აბაზანა დაძინებამდე;
  • მოერიდეთ კომპიუტერს და ტელევიზორს ძილის წინ;
  • ჩართეთ მშვიდი მუსიკა დაძინებამდე, რომელიც დაგაწყნარებთ;
  • არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ კოფეინი, მოსაწევი ან ალკოჰოლი ძილის წინ;
  • რთულ ვითარებაში მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაბამის ზომებს მიმართავს თქვენს დასახმარებლად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება