მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თორის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი საინტერესოდ დაიწყო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის გასული სასწავლო წელიც წარმატებული იყო. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, დაისვენეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ბანაკებში, საიდანაც დაბრუნდნენ სიგელებითა და მედლებით.
გასული სასწავლო წელი პედაგოგებისთვისაც წარმატებული იყო, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საგნისა და უნარების გამოცდაზე. შედეგიანი იყო ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების გამოცდა. ორმა მასწავლებელმა: ლიანა მკრტჩიანმა და არეკნაზ დარბინიანმა 10 კრედიტქულა მიიღეს.
საგნის გამოცდებზე არავინ არ ჩაჭრილა, თითქმის ყველამ გადალახა მინიმალური ზღვარი და მუშაობენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ისინი, ვისაც არ დააკმაყოფილა გამოცდის შედეგი, კვლავ აპირებენ გამოცდების ჩაბარებას და უკვე დარეგისტრირგნენ. უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს რუსული ენის პედაგოგებმა: იზოლდა პეტროსიანმა და ლიდა სეხლიანმა.
„იმედი გვაქვს, რომ დანარჩენი პედაგოგებიც წლის ბოლომდე დაადასტურებენ თავიანთი კვალიფიკაციას და ხალისით აგრძელებენ სკოლაში მოსწავლეების განათლებისა და აღზრდა საპასუხისმგებლო მუშაობას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს