მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სასკოლო საზოგადოებას სკოლის მარადიულობის სიმბოლოდ აჩირაღდნებულ შანდლებთან შემომსხდარი ექვსი თვალებანთებული მოსწავლე ელოდათ. მათ სიამოვნებით გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების გზის დასაწყისში თავიანთი პირველი ნაბიჯები და თანმხლები კურიოზები.
აქ იმყოფებოდნენ თემის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გოგსაძე და რწმუნებული გრიგოლ ჩიხრაძე. მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებსა და პედაგოგებს და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. სკოლის დირექტორმა ეკატერინე ჭიჭინაძემ თავისი მილოცვა ასე დაასრულა:„მთავარია, ისწავლოთ ფიქრი და დარჩეთ ადამიანებად". დირექტორმა ერთადერთ პირველკლასელ ნიკოლოზ გოგსაძეს, კომპიუტერი გადასცა. მან სიხარულით ააწკრიალა სწავლის დაწყების მაუწყებელი პირველი ზარი.
მიუხედავად მოსწავლეთა სიმცირით გამოწვეული ნოსტალგიისა, მაინც ლამაზი, გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო 16 სექტემბერი ველევის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებისათვის,“-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს