სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„izrune.ge ხელს უწყობს საგანმანათლებლო სისტემის მთავარ მიზანს, განათლებული მომავლის აღზრდას“ - ლიდერი მუნიციპალიტეტების წარმატების ფორმულა და რჩევები
26-09-2019
-
+


ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ს მთავარ მიზანს, გააერთიანოს ოჯახი, ბავშვი და სკოლა ერთი საერთო მისწრაფებისთვის, სულ უფრო მეტი სკოლა უერთდება. მათ შორის, არიან გამორჩეულები - პროექტში განსაკუთრებით აქტიურად ჩართული სკოლები და მუნიციპალიტეტები.

მიმდინარე სასწავლო წლიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარაში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის, წლის ბოლომდე, izrune.ge-ს ტესტების საფასურს თავად ფარავს. აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

როგორ მუშაობენ სკოლებთან izrune.ge-ში ჩართულობის შესაბამისად ლიდერი მუნიციპალიტეტები, რას მიიჩნევენ პროექტის მთავარ მოტივაციად და რა მოლოდინი აქვთ, - etaloni.ge-სთან ხულოს, შუახევისა და ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები საუბრობენ.   

ედუარდ მიქელაძე, ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

„მიმაჩნია, რომ izrune.ge მართლაც სახალხო პროექტია და ერთგვარად, სკოლების გასაკეთებელ საქმესაც აკეთებს. პროექტი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარეა მშობლების სასწავლო პროცესში ჩასართავად, მოტივაციის ასამაღლებლად, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისა და სკოლებისათვის. პროექტს ახლა უკვე აჭარის რეგიონის სკოლებისთვის, აჭარის მთავრობა აფინანსებს, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მოსახლეობაში, დირექტორებში, უპირველეს ყოვლისა. შემდეგ დირექტორებმა მიაწოდეს მშობლებსა და მოსწავლეებს ზუსტი და დროული ინფორმაცია, თუ როგორ დარეგისტრირდნენ და როგორ ჩაერთონ აქტიურად.  

მთავარი ის არის, რომ izrune.ge-ს საშუალებით, ჩვენ გვიადვილდება მშობლებთან ურთიერთობა, ისინი თავად ხედავენ შვილის შესაძლებლობებს, თვითონ რწმუნდებიან მათ წარმატებებში და სკოლის მიმართაც მეტი ნდობა ჩნდება.

სკოლების მთავარი ამოცანაა, ნებისმიერი წამოწყება თუ პროექტი მოსწავლისთვის იყოს შედეგიანი და ვფიქრობ, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და მშობლების აქტიური ჩართულობა, საბოლოო ჯამში, იმ შედეგებამდე მიგვიყვანს, რითაც თითოეული ჩვენგანი ვიამაყებთ.

ვურჩევ ყველა მუნიციპალიტეტს, აქტიურად ითანამშრომლონ izrune.ge-სთან. სასურველია, რაც შეიძლება მეტი სკოლა ჩაერთოს და თავად დარწმუნდნენ ამ პროექტის მნიშვნელობაში. მე კი მინდა სკოლის დირექტორების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების სახელით მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის განათლების მინისტრს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომისთვის, თქვენს გუნდს კი, - ასეთი საინტერესო პროექტისათვის“.

ედუარდ გოგრაჭაძე, შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: 

„ჩვენს მუნიციპალიტეტში მშობლებისა და მოსწავლეების პროექტით დაინტერესება იმანაც განაპირობა, რომ ინფორმაცია იყო დროულად და ზუსტად მიწოდებული იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც izrune.ge შეიქმნა. კომუნიკაციის პრობლემა სკოლებთან არ გვქონია, თუმცა მხოლოდ კომუნიკაცია არ არის საკმარისი, დაინტერესებაც უნდა იყოს. ადრეც აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, რომ izrune.ge არის საუკეთესო საშუალება, რომ მშობელი საგანმანათლებლო პროცესებთან მივიყვანოთ. იმისათვის, რომ დარეგისტრირების პრობლემა არავის შექმნოდა, სკოლებმა თვითონ გამოყვეს პასუხისმგებელი პირები, ვინც გაუწევდა კოორდინაციას და თუ მშობელს უჭირდა ინტერნეტთან მუშაობა ან ვერ ახერხებდა დარეგისტრირებას, მათ დამრიგებლები ეხმარებიან და ეს პრობლემაც მოგვარდა.  

როგორც ვიცი, მას შემდეგ, რაც აჭარის განათლების სამინისტრომ და მთავრობამ რეგიონში პროექტის დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტმა გამოთქვა დაინტერესება, პროექტში ჩართულიყო. რა თქმა უნდა, ვურჩევ ყველა სკოლას, დარეგისტრირდნენ და  ჩაერთონ izrune.ge-ში, რაც მათთვის იქნება მშობელთან ახლო ურთიერთობის და კომუნიკაციის, მოსწავლეების მეტი მოტივაციისა და განვითარების საშუალება.  

მოლოდინი, რომ ყოველი თვის ბოლოს ბავშვი მშობელთან ერთად გაივლის ტესტებს, რა თქმა უნდა, მოსწავლეს უზრდის მოტივაციას და პასუხისმგებლობის გრძნობას. ასევე, მშობელიც დაინტერესებულია, მისმა შვილმა შედეგი რამდენად გააუმჯობესა, ის აუცილებლად მივა სკოლაში და გაესაუბრება მასწავლებელს, დამრიგებელს, სკოლის დირექტორს და გაერკვევა, თუ რა უნდა გაითვალისწინოს იმისათვის, რომ ბავშვმა შედეგი გააუმჯობესოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით. გარდა ამისა, izrune.ge არის მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული პროექტი და ტრადიციულად, წელსაც არაერთ სიახლეს გვთავაზობს. ეს ყველაფერი ჯაჭვურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც საბოლოოდ  სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს.

მადონა გოგიტიძე, ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

„ვფიქრობ, რომ ინფორმაციის სწორად მიწოდება არის მნიშვნელოვანი იმ მომავალი წარმატებისთვის, რაც გარკვეულ აქტივობებს მოჰყვება. ის აქტივობები კი, რასაც izrune.ge გვთავაზობს, ჯაჭვურად რთავს საგანმანათლებლო პროცესში როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელს, სკოლას და მშობელს.

ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტიურად ჩართულობის ერთ-ერთი საფუძველიც, ვფიქრობ, ის არის, რომ ინფორმაცია მოსწავლეებს და მათ ოჯახებს დროულად და მაქსიმალურად ზუსტად მივაწოდეთ. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, აჭარის მთავრობამ აიღო საკუთარ თავზე დაფინანსების საკითხი და სკოლების გააქტიურებას ერთ-ერთი მოტივაცია ესეც იყო.

მოვუწოდებ ყველა მუნიციპალიტეტს, აქტიურად ჩაერთონ პროექტში, რათა თავად დარწმუნდნენ, რომ izrune.ge ხელს უწყობს საგანმანათლებლო სისტემის მთავარ მიზანს, განათლებული მომავლის აღზრდას“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება