სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად“ - სენაკი ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
25-09-2019
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტში 24 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 2 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია:

„როგორც ყოველთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტი მიმდინარე სასწავლო წელსაც ინტერესით შეხვდა „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების დაწყებას. პროექტი ბავშვებს უმაღლებს მოტივაციას და აძლევს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას, შედეგები ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მოსწავლეები სიხარულით შეხვდნენ პროექტის განახლებას. ველოდებით შედეგებს  და ვემზადებით რაიონული ღონისძიებებისთვის“.

მერიის წარმომადგენელი ირმა კუპრეიშვილი:

„ეტალონი“, ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) გამორჩეული მაღალინტელექტუალური პროექტია საქართველოში, რომელმაც დროს გაუძლო და დღითიდღე მაღალრეიტინგული ხდება. ჩვენი მოსწავლეები, პრაქტიკულად, „ეტალონიდან“ „ეტალონამდე“ არსებობენ. ასეთი პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული პროექტები ბავშვებს სჭირდებათ, რაც მათი მოტივაციის განმსაზღვრელია და მათ წარმატებისკენ სწრაფვას ემსახურება. უფრო თავდაჯერებული ხდება ბავშვი, როცა ასეთ მნიშვნელოვან და რეიტინგულ პროექტში იმარჯვებს. სენაკელი მოსწავლეები ყოველ წელს მოუთმენლად ელიან პროექტის დაწყებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია კი, ყოველთვის მზად იქნება, პროექტს მხარი დაუჭიროს და იყოს მისი მეგობარი“.

ხორშის საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ გვასალია:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. საინტერესოდ შედგენილი და მრავალფეროვანი შეკითხვები დაფიქრების საშუალებას გვაძლევს. კმაყოფილი ვართ მოსწავლეთა აქტიურობითაც  და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ, კიდევ მეტი წარმატების მისაღწევად“.

ხორშის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო მიქავა:

„მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული, დაინტერესდნენ, ცდილობენ თითოეულ საგანს დაეუფლონ და გაიღრმავონ ცოდნა ყველა მიმართულებით, რადგან „ეტალონის“ ტესტები ყველა მიმართულებას მოიცავს და ბავშვებს სურთ, თავიანთი შესაძლებლობები გამოსცადონ“.  

ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა:

„ბავშვებისთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, ძალიან დიდი ინტერესითა და მოლოდინებით არიან ჩართული ბავშვები პროექტში. მოტივაციაც მეტი აქვთ, მეტი პასუხისმგებლობით ემზადებიან მეორე ტურისთვის და იმედი გვაქვს, კარგი შედეგები გვექნება“.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლია ხელაია:

„ზოგადად, მცირე კონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაგრამ წელს ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რომ პროექტით იმაზე მეტი ბავშვი დაინტერესდა, ვიდრე ველოდით, მათ შორის, - არა მხოლოდ მაღალი, არამედ, შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვები, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა. ასევე, ბარიერიც რაოდენობრივად იმაზე მეტმა ბავშვმა გადალახა, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა. გვიხარია, რომ დაფარული ცოდნის მქონე ბავშვები აღმოგვაჩნდნენ და იმედი გვაქვს, მეორე ტურსაც თავს წარმატებით გავართმევთ“.

სენაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგელიძე:

„იმედი მაქვს, ბავშვები შემდეგ ტურში გადავლენ. ჩვენი მოსწავლეები ადრეც მონაწილეობდნენ პროექტში და საკმაოდ წარმატებით, ახლაც იგივე მოლოდინი გვაქვს. „ეტალონი“ მოსწავლეების ძალიან კარგი მოტივატორია, ბავშვები თავიანთ შესაძლებლობებს ცდიან, ერთმანეთს ეცნობიან, ეჯიბრებიან, კონტაქტებს ამყარებენ და ცდილობენ, მეტად წარმატებულები იყვნენ“.

სენაკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ჩვამანია:

„ძალიან მომწონს ეს პროექტი, რადგან ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი გვაძლევს საშუალებას უკეთესად დავინახოთ მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობები. მომწონს ის, რომ ტესტებში მხოლოდ ერთი საგანი არ არის გაერთიანებული, გაერთიანებულია ზოგადად ყველა საგანი, რაც ისწავლება სკოლაში. დიდი სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა ყველა ბავშვმა, ვისაც სურდა გამოეცადა საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენი სკოლა ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ პროექტებს და იქნება მისი აქტიური მონაწილე“.

ეკის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა სიჭინავა:

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მივესალმებით მის გაგრძელებას. ბავშვები დიდი ხალისითა და ინტერესით არიან ჩართული და იმედი გვაქვს, ეს ინტერესი მათ შედეგებზეც აისახება“.

ეკის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ანა ნანავა:

„ძალიან კარგი პროექტია და ვფიქრობ, ხანგრძლივად უნდა იარსებოს ჩვენი მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად და კიდევ მეტი წარმატების მისაღწევად.  მოსწავლეები დიდი ინტერესით არიან ჩართული პროექტში და იმედი მაქვს, ეს მათ შედეგებზეც აისახება“.

შეგახსენებთ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი, სასწავლო წლის ბოლოს, მესამე ეტაპით - გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:
სენაკის მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება