სიახლეები
სიახლეები

2019 წლის უცხოური ენების საუკეთესო მასწავლებლების ვინაობა ცნობილია
26-09-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ 2019 წლის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული და ქართული, როგორც მეორე ენების საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში, რომელიც 2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებლის პორტფოლიო.

დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსში მონაწილე 14 ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა, რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა. ხუთივე ფინალისტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პარტნიორმა, საქართველოს ბანკმა 500 ლარით დააჯილდოვა.

ინგლისური ენის საუკეთესო პედაგოგი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კლდეეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე ფორჩხიძე გახდა. მას ბრიტანეთის საბჭომ პლანშეტი გადასცა, ამერიკის საელჩომ კი ქინდლი დამხმარე სახელმძღვანელოებით. ასევე, გამარჯვებული კომისიის წევრებმა, მაია ტყემალაძემ და მანანა კაპეტივაძემ პროფესიული სახელმძღვანელოებით დააჯილდოვეს.

გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული გორის მუნიციპალიტეტის ახალდაბის საჯარო სკოლის პედაგოგ ანნა შატიკაშვილს ერგო. გამარჯვებულს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიაში სტაჟირების პროგრამას დაუფინანსებს.

2019 წლის ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი დალაქიშვილი დასახელდა, რომელიც მასწავლებლის სახლმა პროექტორით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულს ტურისტულმა სააგენტო „დაიმონდ თრეველმა“ სამოგზაურო ვაუჩერი გადასცა (ტური ბაქო, განჯა, გობუსტანის ნაკრძალში).

რუსული ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებული ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა კურტანიძეა, რომელიც „ედუ მედიატორმა“ პარფიუმერიის ნაკრებითა და დამხმარე სახელმძღვანელოებით დააჯილდოვა. ასევე, გამარჯვებულს ტურისტულმა სააგენტო „დაიმონდ თრეველმა“ სამოგზაურო ვაუჩერი გადასცა (ტური ბაქო, განჯა, გობუსტანის ნაკრძალში).

ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ვაშაკიძე დასახელდა, რომელსაც ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში სტაჟირებას დაუფინანსებს. გარდა ამისა, პედაგოგს კომისიის წევრმა, მირანდა ლომიძემ გადასცა მეხსიერების ბარათი დამხმარე სახელმძღვანელოებით. ასევე, თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გამარჯვებული სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება