სიახლეები
საინტერესო

როგორ ამოვიცნოთ ჩვენი შვილისთვის იდეალური მასწავლებელი? - პატარა „სახელმძღვანელო“ მშობლებისთვის
02-10-2019
-
+


იმისთვის რომ პედაგოგმა ბავშვი განავითაროს, საჭიროა გარკვეული ფსიქოლოგიური თვისებები. ვიღაცას უმართლებს და ის თანდაყოლი აქვს. ასეთებზე ამბობენ - მოწოდებით მასწავლებელიაო. მაგრამ ვისაც არა, ამ თვისებების განვითარება თავადაც შეუძლია.

მოგითხრობთ, როგორი ფსიქოლოგიური თვისებები აქვს იდეალურ მასწავლებელს და როგორ მოძებნონ მშობლებმა შვილისთვის ასეთი პედაგოგი.

კარგი მასწავლებელი ურთიერთობას აწყობს მოსწავლეებთან და არა უბრალოდ ინფორმაციას აწვდის მათ

ეს ჩანს კლასგარეშე საქმიანობაში. კარგი მასწავლებელი ბავშვებთან არა მხოლოდ გაკვეთილებზე ურთიერთობს. შესვენებაზე ის  ბავშვთან ახალ მულტფილმს თუ წიგნს განიხილავს, იმიტომ რომ მას აინტერესებს, ბავშვი როგორც პიროვნება.

კარგი მასწავლებელი აუცილებლად იმახსოვრებს, ვინ ვისი მშობელია და მათთან მეცადინეობების შემდეგ ურთიერთობს. ასეთ მასწავლებელს აინტერესებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს გაკვეთილების მიმართ მოსწავლეს, უნდა თუ არა მეცადინეობა თუ ზერელედ უდგება. 

იგი ინიშნავს ბავშვის ქცევის ცვლილებებს, როდესაც ოჯახში ცვლილებებია, მაგალითად, ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა.

პირადი ურთიერთობები თითოეულ ბავშვთან გაკვეთილის დროს ყალიბდება. იგი მოსწავლეებს პირად გამოცდილებას უზიარებს თავისი ცხოვრებიდან, თუ ეს შესასწავლ მასალას ეხმიანება.

კარგი მასწავლებელი აწესებს წესებს მუქარისა და ყვირილის გარეშე

ბევრ მასწავლებელს წესრიგის დამრღვევი ბავშვების ეშინია. ამიტომ ისინი ცდილობენ სადამსჯელო ზომების  დისციპლინის დარღვევამდე მოფიქრებას. ასეთ ატმოსფეროში კი ბავშვებს უფრო ეშინიათ, ვიდრე ვითარდებიან. მუქარა და დასჯა მასწავლებლის უსუსურობასა და შიშზე მიანიშნებს.

მეორე უკიდურესობაა როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს ყველაფრის უფლებას აძლევს. მის გაკვეთილზე ბავშვები ყვირიან, ერთმანეთს ხელ უშლიან და ჩხუბობენ კიდეც. ასეთ ქაოსში ბავშვებისთვის რთულია რაიმეს სწავლა.

განსხვავებით ამ ორი უკიდურესობისგან, კარგი მასწავლებელი პანიკის გარეშე აღიქვამს მომენტებს, როდესაც ბავშვები მას არ უჯერებენ. ეს ხომ მხოლოდ ბავშვები არიან: მათ შეუძლიათ დაივიწყონ წესები და დაარღვიონ.

კარგი მასწავლებელი ვალდებულია გაუმკლავდეს ამ ემოციებს.  ის არ ებმის მოსწავლეებთან ომში, დასჯის სახით არ იყენებს, მუქარასა და ყვირილს.

კარგი მასწავლებელი სიმშვიდით ეკიდება თავისი მოსწავლეების შეცდომებს

გამოირჩევა მოთმინებით და მშვიდად აგრძელებს სწავლებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვებმა ვერ გაიგეს პირველი, მეორე და მესამე ახსნის შემდეგაც. მოსწავლის შეცდომები მის სიამაყეს არ ლახავს. ის თავდაჯერებულია და მოსწავლეებით არ ცდილობს დაამტკიცოს, რომ კარგი მასწავლებელია. კარგი მასწავლებელი ზრდის თავდაჯერებულ და მოტივირებულ მოსწავლეებს.

კარგ მასწავლებელს უყვარს თავისი საგანი

ასეთ მასწავლებელს აქვს აზარტი, როდესაც ასწავლის. მშობელი შეამჩნევს ამ თვისებას, მასწავლებელს გაკვეთილების შემდეგ თუ გაესაუბრება და ჰკითხავს მეთოდიკას და მოსწავლის ქცევის სირთულეებს. მასწავლებელი გატაცებით მოგიყვებათ ყველაფრის ისე, რომ თქვენ თავად მოისურვებთ მასთან სწავლას.

რაც უფრო შეყვარებულია პედაგოგი თავის საგანზე მით უკეთესი. მასწავლებელი, რომელიც თავად თვლის მათემატიკას, აბსტრაქტული მეცნიერებად, უყალიბებს ასეთივე დამოკიდებულებას ბავშვებსაც.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრებ



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება